x
image
worldsport.ge
ანჩელოტი: “ძირითადში კასილასი იქნება”

imageმადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
“მატჩში ფავორიტი არ არსებობს. დაძაბული 180 წუთი გველის. ყველაფერი პარასკევს “ვისენტე კალდერონზე” გადაწყდება.
ხვალ ძირითადში კასილასი იქნება. მომავალში ჯერ ვერ გეტყვით რა იქნება. ახლა სხვა მატჩებზე არ ვფიქრობ” – განაცხადა ანჩელოტიმ.
კარლო ანჩელოტიმ დი მარიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა ამჯერად ძირითადში იყოს, ხოლო ხამეს როდრიგესზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისით კმაყოფილია და იმედი აქვს, კოლუმბიელი მალე გაივლის ადაპტაციის პერიოდს.
“დი მარიასთან დაკავშირებულ ჭორებზე არ ვისაუბრებ. გეტყვით, რომ არგენტინელი მწყობრშია და შესაძლოა ხვალ ითამაშოს.
რაც შეეხება ხამესს, მას არაფერი აკლია. მან შეიცვალა გუნდი, მწვრთვნელები და გარემო. ახლა კი, ახალთან შეგუების მომენტია. ჩვენ კმაყოფილები ვართ მისი მოსვლით. ჩვენ როდრიგესს ჯერ მეტს ვერ მოვთხოვთ. ის უკვე აკეთებს ყველაფერს. მთავარი კი, ადაპტაციის პროცესის სწრაფად გავლაა” – დასძინა მადრიდელთა დამრიგებელმა.
ამის შემდეგ ანჩელოტი დიეგო ლოპესის წასვლას შეეხო და განაცხადა, რომ ეს მეკარის გადაწყვეტილება იყო.
“წასვლის გადაწყვეტილება თავად ლოპესმა მიიღო. ჩვენ ამ სეზონშიც ორი შესანიშნავი მეკარე გვეყოლება”.
საუბრის ბოლოს იტალიელი სპეციალისტი ტონი კროოსსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისით ძალიან კმაყოფილია.
“ტონი კროოსმა გუნდში უფრო მაღალი ხარისხი და გამოცდილება შემოიტანა. ჩვენ გვყავს უკეთესი გუნდი, ვიდრე გასულ წელს, რადგან ახალი შესანიშნავი მოთამაშეები დავიმატეთ. ჩვენ ახლა ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება კარგები ვიყოთ” – დაასრულა ანჩელოტიმ ესპანელ ჟურნალისტებთან საუბარი.
შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება, ხვალ ჩვენი დროით ნაშუაღამევს 01:00 საათზე “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგება.

ირაკლი ალიმბარაშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0