x
image
worldsport.ge
"კრისტალ პალასი" უმწვრთნელოდ დარჩა

imageპრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელმა ტონი პულისმა, "კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელის პოსტი სეზონის სტარტამდე ორი დღით ადრე დატოვა.
როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, უელსელი სპეციალისტი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო გახლდათ და თანანმდებობაც დატოვა.
55 წლის მწვრთნელის შემცვლელად, "სელტიკის" და "კარდიფის" ყოფილი თავკაცები - ნილ ლენონი და მალკი მაკაი მოიაზრებიან.
შეგახსენებთ, რომ პულისმა "კრისტალ პალასი" 2013 წლის ნოემბერში ჩაიბარა, როდესაც კლუბი 11 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე 4 ქულით იმყოფებოდა. უელსელმა სპეციალისტმა იმდენი მოახერხა, რომ კლუბმა სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კი, პულისი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0