x
image
worldsport.ge
კონტეს ნაკრებში იწვევენ

imageტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, შესაძლოა, სულ მალე იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.
გუშინ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კარლო ტავეკიო აირჩიეს, რომელსაც “სკუადრა აძურას” დამრიგებლის ძებნა დაევალა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტავეკიოს რჩეული ანტონიო კონტეა და მასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. გამოცემის აზრით, კონტეს აღნიშნულ წინადადებაზე უარი ჯერ არ უთქვამს და პასუხის მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტემ აღნიშნულ წინადადებაზე უარი თქვა და მიზეზად საკლუბი დონეზე მუშაობის სურვილი დაასახელა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსთან” არსებული კონტრაქტის თანახმად, იტალიელ სპეციალისტს მომავალ სეზონში სერია A-ს კლუბის ჩაბარების უფლება არ აქვს.


ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0