x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მსახიობი რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვნეს

რობინ უილიამსიამერიკელი მსახიობი რობინ უილიამსი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კალიფორნიაში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს, სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მისი პუბლიცისტის განცხადებით, მსახიობი მძიმე დეპრესიას ებრძოდა. ცოტა ხნის წინ უილიამსმა თავად იხუმრა ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან თავისი ბრძოლის შესახებ. მსახიობი სარეაბილიტაციო კურსსაც გადიოდა.

რობინ უილიამსი 1951 წელს ჩიკაგოში დაიბადა. მისი მონაწილეობით ცნობილი ფილმებია "დილა მშვიდობისა ვიეტნამო", "მკვდარი პოეტების საზოგადოება", მიღებული აქვს ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ფილმისთვის "ჭკვიანი უილ ჰანტინგი", ასევე არის ორი ემის, სამი ოქროს გლობუსის, მსახიობთა გილდიის ორი ჯილდოსა და ხუთი გრემის მფლობელი.

1
146
4-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
146
  
2014, 12 აგვისტო, 12:21
სამწუხაროა
0 1 1