x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ირაკლი ღლონტის წერილი პარლამენტის წევრს გოდერძი ბუკიას.

საქართველოს პარლამენტის წევრს,
ხობის მაჟორიტარ დეპუტატს,
ბატონ გოდერძი ბუკიას,

გამარჯობა ბატონო გოდერძი,

დღეს გადავწყვიტე პოლიტიკური გაერთიანების “რეფორმატორები'' სახელით ელექტრონული მუსიკის ფესტივალამდე (კაზანტიპი) ანაკლიაში მოვაწყოთ “მეგრული სიმღერების ფესტივალი'' და ასე მშვიდობიანად და კულტურულად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პროცესთან მიმართებით. ალბათ დამეთანხმებით, რომ სახელისუფლებო პროექტს “კაზანტიპი'' საზოგადოებაში მოჰყვა ორაზროვანი შეფასება, ზოგს მოსწონს იგი, ზოგიც უარჰყოფს მისი ჩატარების იდეას, ამ აზრზეა დედა ეკლესიაც, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ქვების სროლას და დარბევას, მით უმეტეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ კრედიტები აიღო და საკუთარი მამა-პაპისეული სახლ-კარი საოჯახო სასტუმროებად გადააკეთა და მზად არიან აქამდე მათთვის ნაკლებად საინტერესო სტუმრებს ღამის გასათევი გადასცენ ქირის სანაცვლოდ, ეს დუხჭირი ცხოვრების ბრალია.

ფესტივალს ექნება საქველმოქმედო ხასიათიც, ახალგაზრდა ჟურნალისტს გიორგი მარჯანიძეს აღმოაჩნდა თავის სიმსივნე და ესაჭიროება გადაუდებელი, ძრვირადღირებული ქირურგიული მომსახურება საზრღვარგარეთ, ვფიქრობ ფესტივალის მიმდინარეობისას შევძლებთ მის მხარდაჭერასაც.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წლების მანძილზე ხობში აწყობთ მეგრული სიმღერების საერთაშორისო ფესტივალს და გვაქვს შემოთავაზება, რომ გამოვიდეთ პოლიტიკურ-პარტიული ინტერესებიდან და ერთად, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა ერთიანი ძალებით ჩავატაროთ აღნიშნული ფესტივალი ამჯერად არა ხობში არამედ ანაკლიაში და რაც მთავარია არც ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით ან ერთობლივად.

გიდასტურებთ პატივისცემას და ველოდები თქვენ გამოხმაურებას.

პატივისცემით,

ირაკლი ღლონტი

პ/გ “რეფორმატორები''-ს
თავმჯდომარე

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0