x
image
worldsport.ge
ფერნანდესი "სუონსის" უახლოვდება

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" მცველმა ფედერიკო ფერნანდესმა, შესაძლოა კარიერა პრემიერლიგის კლუბ "სუონსიში" გააგრძელოს. იტალიური მედიის ცნობით, იტალიური და უელსური მხარეები 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ და ტრანსფერის შემთხვევაში "სუონსი" ნეაპოლელებს 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
არც ისაა გამორიცხული, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი კვლავ იჯარით გაუშვან. მან 2012/13 წლების სეზონის ნახევარი "ხეტაფეში" გაატარა. ესპანური კლუბის მაისურით ფერნანდესმა 23 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
გასულ სეზონში არგენტინელმა მცველმა 36 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ალეხანდრო საბელიამ ფერნანდესი ჯგუფური ეტაპის მატჩებსა და მერვედფინალურ დაპირისპირებაში თავიდან ბოლომდე დატვირთა, ხოლო შემდგომ ეტაპზე 25 წლის მცველს თამაშის საშუალება არ მისცემია.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0