x
image
worldsport.ge
ევროტურნირებზე მსაჯები სპეციალურ ქაფს გამოიყენებენ

imageუეფას მსაჯთა კომიტეტმა, ევროტურნირებზე მსაჯების მიერ სპეციალური ქაფის გამოყენება ოფიციალურად დაამტკიცა. აღნიშნული მეთოდი პირველად, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით გამოცადეს.
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინმა განაცხადა, რომ სპეციალური ქაფის გამოყენება, მსაჯებს ხელს შეუწყობს ნაკლები შეცდომა დაუშვან.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ უეფას სუპერთასის მატჩს, მადრიდის "რეალსა" და "სევილიას" შორის, რომელიც 12 აგვისტოს კარდიფში გაიმართება, ინგლისელი მარკ კლატენბურგი იმსაჯებს და აღნიშნულ ქაფს გამოიყენებს.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სპეციალურ ქაფს ინგლისის პრემიერლიგის 2014/15 წლების სეზონის მატჩებშიც გამოიყენებენ.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0