x
image
worldsport.ge
ფორსტერი "საუთჰემპტონის" კარს დაიცავს

imageბრიტანული მედიის ცნობით, გლაზგოს "სელტიკის" ინგლისელი კარის დარაჯი, ფრაზერ ფორსტერი, კარიერას "საუთჰემპტონში" გააგრძელებს. ჯერჯერობით, ინგლისური კლუბის ოფიციალურ საიტს აღნიშნული ტრანსფერი არ დაუდასტურებია.
მოსალოდნელია, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე, ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო "საუთჰემპტონი" შოტლანდიელებს ფორსტერის სანაცვლოდ 10 მილიონ გირვანქას გადაუხდის.
ფორსტერი "სელტიკში" 2012 წელს "ნიუკასლიდან" გადავიდა. გლაზგოელთა მაისურით ინგლისელმა 197 მატჩი ჩაატარა და 159 გოლი გაუშვა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0