x
image
beko777
ანრი ჯოხაძის მინი-ავარიის დეტალები
ანრი ჯოხაძის მინი-ავარია


imageშენ "მინი" ეძახე და ისეთი "მაქსი" გულისხეთქვა დაემართათ ანრი ჯოხაძის ფანებს, რომ იფიქრებდი: ცოცხალი კაცი უკვე გამოიგლოვესო, არადა - რას ერჩი?! ცოცხალია კაცი, საღსამალათია და თუ არ ჩავთვლით, რომ მისი "მერსო" ცოტა არ იყოს თავმოყვარეობაშელახული ეგდო ავარიის შემდეგ მუს-კომედიის თეატრის ეზოში, - მაშინ ყველაფერი კარგადაა...


ავარიიდან რამდენიმე წუთში ინფორმაცია პირველი მისმა ბავშობის მეგობარმა, მომღერალმა კაკი ბოლქვაძემ მოვლენების ეპიცენტრიდანვე, პირველი პირისგან მიიღო და სანამ კაკი შოკისგან იმას კითხავდა - ე, ბიჯო შენ როგორ ხარ, მანქანის დედაცო.... ანრიმ იქიდან მოასწრო დამშვიდება და - ჯანმრთელად ვარ, კარგად ვარ და აი, ის ჯიპი არვიცი როგორააოო... - ამოისუნთქა კაკიმაც, კულისებიდან პირდაპირ სცენაზე გავიდა, ომახიანად დასჭექა "საქართველო ლამაზოოო" და გამოსვლის შემდეგ (საქველმოქმედო კონცერტიდან) ეგრევე ძმაკაცისკენ გაქუსლა....


ვინ ვის დაარტყაა, ვინ იყო დამნაშავე, ჯიპის პატრონი თუ "მერსოს" პატრონი ვარსკვლავი, მაგას ან თბილსურ, ლაით-ამბავში მოაგვარებენ მძღოლები, ანდააა... სახელმწიფო ორგანოების ჩარევით (ჯერ ინფორმაცია არ ვცრელდება ამაზე)...



ავარიის შემდეგ, "მიმკვდარი" ანრის "მერსედერსი" დათო დოიაშვილის თეატრის (მუს-კომედიის) ეზოში შელივლივდა და დროებით იქ ჰპოვა განსასვენებელი, მანამ სანამ დიდი ქართველი (თუნდაც სომეხი) "პროფილაკტიშიკების" ბაზაზე გადაინაცვლებს, მანამდე მომღერალი კი იმას სწუხს - დღეიდან ქუჩაში, რომ "ტაქსიიი, ტაქსიიისს" ძახილი მოუწევს (ისე, ცოლ-ქმარ ბოჯგუების სიმღერა "ტაქსი, ტაქსი" არ გამოდგებოდა ნეტა?)...


- ხუმრობა იქით იყოს და ექსცენტიულ ქართველ მომღერალს გადარჩენას ვუსურვებთ და სხვა დროს ფრთხილად იარე ძმაო რა, - შენი სიცოცხლე მარტო შენ არ გეყუდვნის ხომ იცი?!....


image

0
316
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0