x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508699
სელფის გადაღების დროს 17 წლის გოგონა დაიღუპა
image






















17 წლის ულამაზეს სოფლელ გოგონას ჩვევად ჰქონდა გადაქცეული, რომ თავისი პლანშეტი iPad სულ მუდამ გვერდით ჰქონოდა.სავარაუდოდ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.


გოგონა სახელად კატია შელკოვის რაიონიდან იყო, იგი ნათესავებს ეწვია დედაქალაქში, იმისთვის, რომ ებანავა.

ორშაბათს დილით 11 საათზე და 30 წუთზე ონეჟსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მოულოდნელად შუქი ჩაქრა.



ცოტა ხანში გოგონას დედა შეშფოთდა, ქალიშვილი აბაზანიდან არ ეხმაურებოდა და არც შუქს ანთებდა. დედამ შეაღო აბაზანის კარი და იქ აღმოაჩინა გარდაცვლილი შვილი.

გამოძიება თვლის, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ჩინური წარმოების პლანშეტი გახდა.გოგონა ბანაობდა და თან პლანშეტი დასატენად ჰქონდა შეერთებული.სავარაუდოდ სიკვდილის მომენტში იგი სელფს იღებდა.


ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ.იგივე რუსეთში 2013 წელს ანალოგიურად გარდაიცვალა მოზარდი ახალ ურონგოეში.


მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა პლანშეტის დამამზადებელ ქვეყანაში ჩინეთში.

მაგალითად, იგივე აბაზანაში ანალოგიურად ძაბვის ქვეშ შეერთებული პლანშეტით გარდაიცვალა 23 წლის გოგონა.

ამ ფაქტების გამო ჩინურ პრესაში მოზარდებს უხსნიდნენ თუ რატომ არ შეიძლება პლანშეტის შეტანა აბაზანაში ბანაობის დროს.


თვითონ პლანშეტი და მისი დამტენი უსაფრთხოა, თუმცა, როდესაც მფლობელი დამაგრძელებლის მეშვეობით აერთებს დამტენს სველ წერტილში, ეს უკვე სიცოცხლისთვის საშიშია, პატარა მოკლე ჩართვამაც კი შესაძლოა ფატალური შედეგი მოიტანოს.

4
1322
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1322
  
2014, 9 აგვისტო, 22:45
მასე ადვილი არაა ჩემო კარო, ყველაფერს მშობლებს ნუ დავაბრალებთ "მარტო აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამ არ უშველა". პირადად მე დედაჩემის ყველანაირ ჩხუბს ვიტანდი, თუმცა ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი და მასთან ერთად მეძინა, მაგრამ ასაკის მომატებსასთან ერთად ყველაფერმა გაიარა ასე რომ..
2014, 5 აგვისტო, 17:42
მე თუ მკითხავთ ამ კონკრეტულ შემთხვევაშ დედაა დამნაშავე.დედამ ვერ უნდა გააკონტროლო შენი შვილი კომპიუტერთან და საერთოდ ინტერნეტში რამდენ დროს ატარებს?რას ქვია პლანშეტს არ იცილებდა და აბაზანაშიც კი შეჰქონდა...ყველაფერს აქვს თავისი ნორმა და საზღვრები.ბავშვს უნდა ასწავლო კარგის და ცუდის გარჩევა და არა თავის კაპრიზებზე ატარო.კარგი შედეგიც მიიღო
2014, 5 აგვისტო, 0:36
არავითარი ინტერპტეტაცია.....
2014, 4 აგვისტო, 22:38
იგი ნათესავებს ეწვია დედაქალაქში, იმისთვის, რომ ებანავა.


ეს ფრაზა გადმოიტანე თუ ინტერპრეტაციაა? :)))))))))))))
0 1 4