x
image
worldsport.ge
პოიეტი ტრანსფერების მოლოდინშია

image“სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელი, გუს პოიეტი დარწმუნებულია, რომ კლუბი ახალ ფეხბურთელებს დაიმატებს. აღნიშნულ ინფორმაციას SkySports ავრცელებს.
მიმდინარე ზაფხულში “სანდერლენდმა” უკვე ოთხი ფეხბურთელი დაიმატა – ბილი ჯონსი, ხორდი გომესი, კოსტელ პანტელეიმონი და პატრიკ ვან აანჰოლტი. თუმცა, როგორც ჩანს, გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებს.
“შემადგენლობის გაძლიერების კიდევ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და იმედი მაქვს, მომდევნო დღეების განმავლობაში. შეგვიძლია, რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი დავიმატოთ. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში ბევრი რამ შეიცვლება.” – განაცხადა პოიეტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, “სანდერლენდს” “კარდიფის” ნახევარმცველის – ჯორდან მატჩის შეძენა სურს, მაგრამ პოიეტმა კონკრეტული ფეხბურთელების დასახელებისგან თავი შეიკავა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0