x
image
worldsport.ge
მედელი "ინტერში" ითამაშებს

imageჩილეს ეროვნული ნაკრების და "კარდიფის" ნახევარმცველი გარი მედელი, კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს. BBC-ის ცნობით, ინგლისური და იტალიური მხარეები შეთანხმდნენ და "ინტერი" ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის.
თავდაპირველად იტალიელებს "კარდიფისთვის" 5-მილიონიანი შეთავაზება ჰქონიათ, თუმცა უელსელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონს ითხოვდნენ და საბოლოოდ, აღნიშნულ თანხას მიიღებენ კიდეც.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, გარი მედელი "კარდიფს" გასული სეზონის სტარტამდე "სევილიიდან" შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას შემდეგ, რაც უელსელები ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდნენ, ჩილელმა ნახევარმცველმა ჩემპიონშიფში ასპარეზობა იუარა.
ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, გარი მედელმა ოთხივე შეხვედრაში ითამაშა. ეროვნულ ნაკრებში 27 წლის ნახევარმცველს 52 მატჩი ჩაუტარებია და თავი 5-ჯერ გამოიჩინა. პრემიერლიგის გასულ სეზონში კი 34 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0