x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

უზენაესი სასამართლოუზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2014 წლის 28 ივლისს მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლთან მიმართებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდან წარმოშობილი პასუხისმგებლობის ჭრილში.

პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარებისათვის პირის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ წყვეტს პირის, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივ რეჟიმს. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება (თუნდაც რამდენჯერმე) 1 წლის განმავლობაში, თუ არც ერთ ფაქტზე არ არის მიღებული სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გამამტყუნებელი განაჩენი, გვაძლევს მოცემულ თითოეულ შემთხვევაში სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას - ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ე.ი. სახეზე გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა.

განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია სსკ-ის 273-ე მუხლით და კანონით გათვალისწინებული რომელიმე სამართლებრივი საფუძვლით ის გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან მოეხსნა ნასამართლობა, ის ითვლება ისევ ადმინისტრაციულ სახდელდადებულად და გრძელდება მისი, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირად ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი, თუ მის მიმართ არ არის გასული ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების დღიდან 1 წელი და შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკის მოხმარების ახალი ფაქტი გვაძლევს არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას - ნარკოტიკული საშუალებისექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვისადმინისტრაციულსახდელშეფარდებულიპირის მიერ.

0
39
4-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0