x
image
worldsport.ge
დე ხეა: “ვან გაალი დიდებული მწვრთნელია”

image“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ დავიდ დე ხეამ განაცხადა, რომ კლუბის მთავარ მწვრთნელად ლუის ვან გაალის დანიშვნის შემდეგ, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა.
დე ხეა გუნდს სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა, რადგან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისი თქმით, გუნდს ვან გაალის ხელი უკვე ეტყობა.
“გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს და სათამაშო სქემაც განსხვავებულია. ყველა ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია. ბურთის კონტროლსა და სხვა კომპონენტებზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ვან გაალი ნამდვილად დიდებული მწვრთნელია და დარმუნებული ვარ, მისგან ბევრს ვისწავლით.” – განაცხადა დე ხეამ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ვან გაალმა აღნიშნულ თანამდებობაზე დევიდ მოიესი შეცვალა, რომელმაც მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და მანჩესტერული კლუბის მთავარ მწვრთნელად მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში იმუშავა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0