x
image
worldsport.ge
“აინტრახტმა” სევეროვიჩი დაიმატა

imageროგორც ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ი იუწყება, ფრანკფურტის “აინტრახტმა” “რეალ სოსიედადიდან” ჰარის სეფეროვიჩი გადაიბირა.
გავრცელებული ინფორმაციით, სან-სებასტიანელები შვეიცარიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 3.3 მილიონ ევროს მიიღებენ.
სევეროვიჩი “სოსიედადს” ერთი წლის წინ შეუერთდა და თავდაპირველად შესანიშნავად ირჯებოდა. მისი კარგი თამაში ბასკურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში ძალიან დაეხმარა. თუმცა, შვეიცარიელმა მოგვიანებით აშკარა რეგრესი განიცადა და სეზონის მიმდინარეობისას, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
საბოლოოდ, სეფეროვიჩმა გასულ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანასთან ერთად, ორი შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0