x
image
worldsport.ge
რონალდინიოს აშშ-შიც ელიან

imageმას შემდეგ, რაც რონალდინიომ "ატლეტიკო მინეირო" დატოვა, 34 წლის ფეხბურთელს მსურველთა რიგი დაუდგა. ამერიკული მედიის ცნობით, "ბარსელონაში" თამაშით სახელგანთქმულ ბრაზილიელ შემტევს "ნიუ იორკ რედ ბულზი" ეპატიჟება, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელი ტიერი ანრი გამოდის.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიოს "ნაპოლიც" ეპატიჟება და მოსალოდნელ ტრანსფერში აქტიურადაა ჩართული კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი.
ბრაზილიელს შეთავაზება ინგლისური პრემიერლიგის კლუბებიდანაც არ აკლია. რონალდინიოთი გუნდის გაძლიერება "სტოკს", "ქუინზ პარკ რეინჯერს" და "ვესტ ჰემსაც" სურს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0