x
image
worldsport.ge
სიმეონე: "ხავიერ ერნანდესი? ყველაფერი შესაძლებელია"

imageმადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ხავიერ ერნანდესს აქებს და აღნიშნავს, რომ შეიძლება, მექსიკელი ფეხბურთელის ტრანსფერი "ატლეტიკოში" შედგეს.
"კლუბის დირექტორს ვუთხარი, როგორი ტიპის ფეხბურთელები მჭირდებოდა. შეირჩნენ მოთამაშეები და შემდეგ მოლაპარაკებების ფაზაც დაიწყო. ხავიერ ერნანდესი? ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, მექსიკელი ფეხბურთელი არცერთი გუნდისთვის იქნება ზედმეტი, " - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
მოგეხსენებათ, ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, ერნანდესი (ჩიჩარიტო), მადრიდის "ატლეტიკოს" სამიზნე გახდა და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში მექსიკელი კიდევ ერთ ახალწვეულ მარიო მანჯუკიჩს თავდასხმის ხაზში შეუერთდება.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0