x
image
worldsport.ge
ტრეზეგემ სათამაშოდ ინდოეთს მიაშურა

imageერთ დროს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებსა და ტურინის "იუვენტუსში" მობურთალი დავიდ ტრეზეგე, კარიერას ინდოეთის უმაღლესი ლიგის "პუნე სიტიში" გააგრძელებს.
ფრანგმა თავდამსხმელმა მსოფლიოში სახელი ტურინულ კლუბში ასპარეზობის პერიოდიდან გაითქვა. ტრეზეგეს ბოლო კლუბი არგენტინული "ოლდ ბოიზი" იყო, სადაც 2014 წელს კონტრაქტი დაუმთავრდა.
აზიური კლუბის მთავარი მწვრთნელი იტალიელი ფრანკო კოლომბაა.
"ტრეზეგე ჩვენი ბომბარდირი გახდება. ფრანგი გუნდს ულიდერებს და დაგვეხმარება ინდოეთის ჩემპიონობის მოპოვებაში", - განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა მოუნტ მოდუელმა.
36 წლის თავდამსხმელის გადაწყვეტილება უკვე უცხო არაა. ტრეზეგემდე ინდოეთის ჩემპიონატს რობერ პირესმა, ხოან კაპდევილამ და ფრედი ლიუნგბერგმაც მიაშურეს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0