x
image
worldsport.ge
ბათუმელებმა შეკრება თურქმენებთან ზავით დაასრულეს

imageბათუმის “დინამომ” თურქეთში შეკრება თურქმენულ “ალთინ ასირთან” სპარინგით დაასრულა, რომელშიც ფრე (1:1) დაფიქსირდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
განვლილი მატჩი ბათუმელებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
ალავიძე, ქორიძე, მაკარიანი, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, შონია, მახარაძე, ჩირიკაშვილი, აშბა (პაჭკორია, 46), კაკალაძე (ვარშანიძე, 46), ბერიაშვილი (ზივზივაძე, 70).
“დინამოდან” ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე პაჭკორიამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში 0:0 როდესაც იყო, ბათუმელთა კაპიტანმა მახარაძემ მსაჯის მიერ “ალთინ ასირის” კარში დანიშნული საეჭვო პენალტი შეგნებულად არ გაიტანა.
“დინამო” თურქეთიდან სამშობლოში უკვე დაბრუნდა.

ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge


0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0