x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: გრიზმანი "ატლეტიკოსთვის" გაიტანს

imageსაფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და აწ უკვე "სოსიედადის" ყოფილი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი, კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია, მადრიდული გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
23 წლის თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებას ახალ კლუბში უახლოეს პერიოდში გაივლის და ხელშეკრულებასაც გააფორმებს. მადრიდელთა ოფიციალურ საიტს, ჯერჯერობით, ტრანსფერის დეტალები არ გაუხმაურებია. ფრანგული მედიის ცნობით, სან სებასტიენელები, ფეხბურთელის სანაცვლოდ, 30 მილიონ ევროს მიიღებენ.
"სოსიედადმა", უკვე ყოფილ ფეხბურთელს, კლუბში მოღვაწეობისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ გრიზმანი სან სებასტიენელებს 2009 წელს შეუერთდა. ხუთი სეზონის განმავლობაში, ფრანგმა თავდამსხმელმა 202 მატჩი ჩაატარა და 52 გოლთან ერთად, 18 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. კარგი თამაში 23 წლის ფეხბურთელს დაუფასდა და დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატზე 23-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე, გრიზმანმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0