x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"ასეთი გამოხმაურება თუ ექნებოდა არ გვიფიქრია. ეს რომ გვცოდნოდა აქამდე გავაკეთებდით"
image

სულ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "GDS"-ის იუმორისტული გადაცემა "ბინა 18" სკანდალში გაეხვა. სტუმრად მიწვეულმა ჯგუფმა "ბანმა" ბევრისათვის საყვარელი კომპოზიცია "რაჭული" შეასრულა. დოლების მაგივრად კი შილიფადჩაცმული გოგონების უკანალები გამოიყენეს. მორიგმა სკანდალმაც არ დააყოვნა. საზოგადოება აღშფოთდა და გადაცემის გუნდსა და ჯგუფ "ბანს" ქართული ფოლკლორის უპატივცემულობაში დასდეს ბრალი. ქალთა უფლების დამცველი ორგანიზაციები აპირებენ სასამართლოს მიმართონ, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კი ამტკიცებდა, რომ ქალის სხეულის ინსტრუმენტად გამოყენება მიუღებელია.

როგორც გაირკვა ეს გადაცემის წამყვანების კოტიკო თოლორაიას, ლევან გოგორელიანის, იგივე ფაქოსა და გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის იდეა იყო. რაც შეეხებათ ინსტრუმენტად გამოყენებულ ქალბატონებს, მათ საკმაოდ სოლიდური თანხა აიღეს და პოპულარობის ხარისხიც აიმაღლეს. გადაცემაც და ეს ნომერიც სახალისო უნდა ყოფილიყო, მაგრამ სკანდალური და ქართული საზოგადოებისათვის მიუღებელი გამოდგა.


გადაცემის წამყვანებმა იმის დასამტკიცებლად, რომ მანდილოსნების დაკნინება განზრახული არ ჰქონიათ ახალი შოუ დადგეს. ამჯერად ინსტრუმენტად საკუთარი უკანალები გამოიყენეს. მომხდარმა "ქართველი მორალისტები" ძალიან გააღიზიანა. საზოგადოების აგრესია კი გაორმაგდა.

"ასეთი გამოხმაურება თუ ექნებოდა არ გვიფიქრია. ეს რომ გვცოდნოდა აქამდეც გავაკეთებდით. ჩვენს გადაცემაში მართლსაწინააღმდეგო და გაუმართლებელი არაფერი კეთდება. საერთოდ ვერ ვხვდები რატომ გაღიზიანდნენ"-ამტკიცებს ფაქო.

"ჩვენი გადაცემა იუმორისტულია და კაცის ან ქალის დასაკნინებლად არაფერი კეთდება. თუ ვინმეს რამე ეწყინა, ვიღაცის შვილი ამას შეესწრო და არ მოეწონა, მათ ოჯახებს პირადად მე ბოდიშს ვუხდი"-ამკიცებს კოტიკო.

როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანაში, როგორც სხვა ყველაფერი, მორალი, ზნეობა და იუმორი განსხვავებულად ესმით. სად გადის ზღვარი იუმორსა და გარყვნილებას შორის ძნელი სათქმელია. ალბათ, ვისთვის, როგორ...





1
271
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
271
  
2014, 30 ივლისი, 21:22
გამოშტერდნენ ტიპები რააა,,,,ამაში ფულს ვინ იხდს ინტერესულიააა
0 1 1