x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
უცნაური და უჩვეულო პროფესიები, რომელთა შესახებ ჯერ არ გსმენიათ
როგორც ცხადია და ძირითადად ასე ხდება, დამსაქმებლებს სჭირდებათ სპეციალისტები ყველა სფეროში - ეკონომიკა, მედიცინა, საინჟინრო იქნება ესა თუ სხვა. აქედან გამომდინარე კი ადამიანთა განსაზღვრული ნაწილი პროფესიული განხრით მუშაობს. თუმცა არსებობს ისეთი უცნაური და ძალზედ უჩვეულო პროფესიები, რომელთა შესახებ არც კი გსმენიათ და წაკითხვის შემდეგ უთუოდ გაგიჩენთ კითხვას- "სად დაამთავრეს სწავლა, რათა დაუფლებოდნენ პროფესიას"?!


მაშ მოდით, აღარ დავაყოვნებ და გამცნობთ იმ უცნაურ და უჩვეულო პროფესიებს, რომელთა შესახებ დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს არც კი სმენია.


1. ტვინის გამომცლელი. სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით იგულისხმება ეს პროფესია, რომლის პროფესიონალები ძირითადად სასაკლაოზე მუშაობენ, მათ ევალებათ ამა თუ იმ ცხოველებს გამოაცალონ ტვინი რაც შეიძლება შეულახავად, რომელიც შემდეგ შეკვეთის შესაბამისად რესტორნებში იგზავნება.

image






2. ჭიანჭველების დამჭერი. ესეც ერთ-ერთი უიშვიათესი პროფესიაა, რომლის თანახმად სპეციალისტი არჩევს ჭიანჭველის ჯიშებს ხელოვნების ნიმუშად სპეციალური მეურნეობისთვის.

image





3. ლეიბების ტესტერი. ალბათ ყველა თქვენგანს აქვს ბავშვური მოგონება საწოლზე-ლეიბებზე ხტომასთან დაკავშირებით, რასაც შემდეგ გაბრაზებული მშობლების რისხვა მოყვებოდა, თუმცა ადამიანი ვინმე Ruben Reynoso ლეიბებზე ხტომას თავისი პროფესიიდან გამომდინარე ახორციელებს და ქარხანა, სადაც იგი მუშაობს, უშვებს ლეიბებს გარანტიის განუსაზღვრელი ვადით.

image





4. ძილის მოყვარული პროფესიონალი. თქვენდა გასაოცად ასეთი პროფესიაც არსებობს და ამის დასტურია ფაქტი, რომლის თანახმად ჰელსინკში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე ეძებდა ამ პროფესიის კაცსა თუ ქალს, რომელიც შეამოწმებდა მისი სასტუმროს ნომრების საწოლებისა და სიმყუდროვის პირობებს. მთავარია პროფესიონალ მუშაკს სცოდნოდა ფინური და ინგლისური ენა და სამსახური გარანტირებული ჰქონდა.

image





5. კლდიდან მხტომელი. კლდიდან ხტომა მემგონი უცნაური და ახალი არავისთვის არაა, თუმცა ეს რომ პროფესია იყო, ალბათ ბევრმა არც კი იცოდით. კლდიდან ხტომაც სწორედ რომ ერთ-ერთი იმ უცნაურ პროფესიათა შორისაა, რომელთა პროფესიონალ მხტომელებს სხვადასხვა სარეკლამო კომპანიები ქირაობენ რეკლამაში გადასაღებად. ერთ-ერთი ასეთი რეკლამა შემოგვთავაზა მატონიზირებელი სასმელის ბრენდულმა ფირმამ "Red Bull"-მა, სადაც 27 მეტრი სიმაღლიდან ხტომა განახორციელა მხტომელმა და მას სხვადასხვა ქვეყნის უამრავი ექსტრემალი სპორტსმენი ესწრებოდა.

image




6. ცრემლების გამყიდველი. აზიის ქვეყნებში ფართოდაა გავრცელებული ცრემლების გამყიდველი, ე.წ. "დამტირებლების" პროფესია. ამ პროფესიის თანახმად ქირაობენ ადამიანს საკუთარ მიცვალებულზე დასატირებლად. ტირილის სიმსუბუქიდან თუ სიმძიმიდან გამომდინარე ხდება ფულის შეთავაზება, რომელიც სცენართან ერთად იმატებს, მაგ: მხოლოდ ტირილი 1 მონეტა; ტირილთან ერთად ყმუილი 3 მონეტა; ტირილი, ყმუილი, ისტერიული ტირილი და მუხლებზე დამხობა 7 მონეტა; ყველაფერთან ერთად ტანსაცმლის შემოხევა და ძირს გორაობა 20 მონეტა.

image





7. პინგვინების გამსწორებელი. რაც არ უნდა გასაოცად მოგეჩვენოთ, არსებობენ პინგვინების გამსწორებელი თუ გადამტრიალებელი ადამიანები, აი ასეთი უცნაური პროფესიით, რომლებიც ანტარქტიდაზე მუშაობენ და უსუსურ ფრინველებს უნარჩუნებენ სიცოცხლეს, რადგან ცნობისმოყვარე პინგვინებს ხშირად ემართებათ მსგავსი: ისინი გააყოლებენ რა თვალსა და თავს აფრენილ თვითმფრინავს, შეიძლება ზურგზე დაეცნენ და მათი ბუნებიდან გამომდინარე ადგომა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, რის გამოც ბევრი მათგანი იღუპება, ამიტომ არსებობენ ამ პროფესიის ადამიანები, რომ შეუნარჩუნონ მათ სიცოცხლე.

image




8. ოცნებებით მოვაჭრე. ჩიკაგოში არსებობს ბიზნესმენი, რომელიც იბარებს ოცნებებს და შემდეგ ცდილობს მის განხორციელებას მეოცნების გასახარებლად. თუმცა ჯერ ნუ გაგიხარდებათ, ვინაიდან უსასყიდლოდ სულაც არ მოქმედებს ჩიკაგოელი ფსიქოლოგი ბიზნესმენი, ის ერთ ოცნებაში მინიმუმ 150 00 $-ს იღებს.

image





9. საპირფარეშოს გიდი. ჩინურ ქალაქებში შეგიძლიათ იხილოდ ახალი სერვისები, რომლის თანახმად ტურისტს შეეძლება მხოლოდ 4 ცენტად გაეწიოს საპირფარეშომდე გიდობა.

image





10. კონდომების ტესტერი. პრეზერვატივების ფართოდ მოხმარებადმა ერთ-ერთმა ძირითადმა კომპანიამ გახსნა ახალი ვაკანსიები ოფისში, რომლის თანახმად ახალგაზრდები ტესტირებას გაუწევენ მათ კონდომებს, ხოლო ვინც უზრუნველყოფს ოფისს სასარგებლო ინფორმაციით, დამატებით უხდიან კიდევ 1000$-ს.

image



3
308
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
308
  
2014, 1 აგვისტო, 14:14
აჰაა, მეც სიამოვნებით, ყველაზე უწყინარი ფრინველია :) "ბოთეები" :))
2014, 1 აგვისტო, 14:09
პინგვინების გამსწორებლად ვიმუშავებდი, საყვარელი პინგვინები :)))
2014, 26 ივლისი, 9:56
საინტერესოა....ძალიან......ისე ცრემლზე..ანუ დამტირებელზე გურული ქალები დაიქირავონ ვერავინ აჯობებს)))
0 1 3