x
პროექციული ტექნიკები ბავშვებთან
ინტერვიუს, ფოკუს-ჯგუფის დროს წინააღმდეგობათა დაძლევის და პიროვნების შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენება პროექციული ტექნიკები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია პროექციულ ტესტებთან. ორი სახის წინააღმდეგობა არსებობს: ლინგვისტური- ენის, ჩვენი ვერბალური კომუნიკაციის საშუალების არასრულყოფილებაში ვლინდება და ფსიქოლოგიური-სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით ადამიანის ქცევის მოტივები ხშირად
გაუცნობიერებლად არსებობს.ადამიანს არ შეუძლია საკუთარი
ქცევის მიზეზის ახსნა, რასაც პროექციული ტექნიკებიუზრუნველყოფს.


პიროვნების ტიპის დასადგენ ერთ-ერთ დამხმარე მეთოდს პროექციული ტესტები წარმოადგენს. ტესტის მიზანია ცდის პირის მიერ საკუთარი გრძნობების, მოთხოვნილებების, ინტერესების, შფოთვის, განცდების დავალებებზე პროექციის შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მისი პიროვნული დახასიათებისთვის.


პროექციული ტექნიკები ბავშვებისათვის მოწოდებულია, რადგან გამოყენებულ იქნას ბავშვის ემოციების, ფიქრების გასაგებად. ასევე იმ ქცევების გასაგებად, რომლების პროექცირებას ახდენს ბავშვი
გარესამყაროზე.


მაგალითად, ბავშვმა, რომელსაც აქვს შფოთვა, შეიძლება საფრთხე ან წარუმატებლობა აღიქვას იმ ფოტოს ჩვენებისას, რომელზეც ოჯახია გამოსახული. ამ პროექციულ ტესტებს აქვთ ძალა პრობლემის დადგენისა და თერაპიისთვის მიმართულების მიცემისა. ის ეხმარება ფსიქოლოგებს
ბავშვის გამოცდილების გაგებაში და თერაპიის სწორი მიმართულებით დაწყებაში.



ეს ტექნიკები ეფექტურია კიდევ იმიტომ, რომ ისინი უფრო სიმბოლურები და ნაკლებად ვერბალურებია.

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:მეგი მამუკაშვილი
მეგი მამუკაშვილი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0