x
ტრავმის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

დიდად მატრამვირებელმა მოვლენებმა ან ძირითადმა ცხოვრებისეულმა ტრავმამ, ისეთმა, როგორიცაა სერიოზული დაავადება, გამოცდილებაში არსებული საგზაო შემთხვევა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, უმუშევრობა, განქორწინება და ა.შ, შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ნეგატიურ ქცევით, ფსიქოლოგიურ ან ემოციურ მდგომარეობამდე (Taku, Cann, Tedeschi, & Calhoun, 2009). ტრავმამ შეიძლება იმდენად ნეგატიური გავლენა მოახდინოს ინდივიდზე, რომ გამოიწვიოს ისეთი ფსიქოლოგიური მოვლენები, როგორიცაა დისტრესი, დეპრესია, შფოთვა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც კი. უფრო მეტიც, ტრავმული მოვლენის შედეგი შესაძლოა იყოს ინდივიდში ნეირობიოლოგიური ცვლილებები, ეჭვიანობა და პარანოია, სიცარიელის და უიმედობის შეგრძნება, იმპულსურობა. სტრესულ და მატრავმირებელ მოვლენებს თან სდევს ასევე კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ძილთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.


გარკვეულმა პიროვნულმა მახასიათებლებმა, ისეთებმა, როგორიცაა ექსტრავერტულობა, გამოცდილებისადმი ღიაობა და ოპტიმისტურობამ შეიძლება ტრავმის გავლენა სხვადასხვა ადამიანზე გახადოს სხვადასხვაგვარი.


მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მატრავმირებელი მოვლენები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ტრავმული მოვლენების ნეგატიური შედეგი მრავალი კვლევითაც არის დადასტურებული.


როგორც წესი, როდესაც ადამიანები დგებიან დიდი კრიზისის წინაშე, ისინი განიცდიან ნეგატიურ ემოციებს/ტანჯვას. რა თქმა უნდა, შფოთვის და შიშის განცდა დამახასიათებელია ყველა იმ მოვლენათა ჯგუფის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ფიზიკურ თუ სულიერ კეთილდღეობას. ამ გრძნობების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს ამა თუ იმ სახის ფიზიკური საშიშროების არსებობა. თუკი ასეთი კრიზისული სიტვაცია გაგრძელდება დიდხანს, მაშინ შფოთვითი მდგომარეობა შესაძლოა შენარჩუნდეს მას შემდეგაც, რაც საფრთხის შემცველი სტიმული აღარ იარსებებს. ასეთ მატრავმირებელ სიტვაციას შეიძლება მოჰყვეს ასევე მწუხარებისა და დეპრესიის მდგომარეობაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ტრავმის მიმართ ტიპიური რეაქციებია, მაგრამ არა აუცილებელი/გარდაუვალი (Wortman& Silver, 2001).

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:მეგი მამუკაშვილი
მეგი მამუკაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0