x
image
worldsport.ge
ელ შაარავი მილანს არ დატოვებს

imageიტალიელი ფეხბურთელის სტეფან ელ შაარავის ძმამ მანუელ ელ შაარავიმ, რომელიც ამავდროულად თავდამსხმელის აგენტიცაა, მადრიდის "რელათან" დაკავშირებული ჭორები უარყო და განაცხადა, რომ ფეხბურთელი "მილანში" რჩება.
"მადრიდის "რეალთან" დაკავშირებული ბევრი ჭორი წავიკითხე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ელ შაარავი ყოველგვარი ეჭვების გარეშე "მილანში" რჩება. ჩემ ძმას ფილიპო ინძაგისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ახალ მწვრთნელს მისი პოტენციალის ყოველთვის სჯეროდა." - განაცხადა მანუელმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიური მედია ელ შაარავის კლუბიდან აბარგების შესახებ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს და ითქვა, სამეფო კლუბი იტალიელით დაინტერესდაო. 21 წლის ფორვარდის ძმამ, აღნიშნული კომენტარით ყველა ჭორს ბოლო მოუღო.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0