x
image
worldsport.ge
ფიფა რუსეთს ბოიკოტს არ გამოუცხადებს

imageბოლო დროს ბევრი ცნობა გავრცელდა, 2018 წელს რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით. იყო ვარაუდი, რომ უკრაინაში დაძაბული ვითარების გამო, რუსეთს, თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე, ფიფა მომდევნო მუნდიალის მასპინძლობას ჩამოართმევდა, თუმცა რეალობა სხვანაირია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, ფიფა რუსეთს ბოიკოტს არ გამოუცხადებს:
"ისტორიამ გვაჩვენა, რომ სპორტული ღონისძიებების ბოიკოტი, პრობლემების გადაჭრის მთავარი, ეფექტური გზა ნამდვილად არაა. მსოფლიო ჩემპიონატს საზოგადოების განვითარება შეუძლია, რადგან მუნდიალზე სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებები იკრიბებიან და ეს ფაქტი სულისჩამდგმელია ფეირ პლეის პრინციპების დაცვის და ერთმანეთის პატივისცემის.
მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მთელი ყურადღება მიმდინარე ტურნირზეა მოპყრობილი და ამ ფაქტს შეუძლია მსოფლიო პოზიტიური კუთხით შეცვალოს. მაგრამ ფეხბურთს არ შეუძლია ყველა პრობლემა გადაჭრას, განსაკუთრებით მსოფლიო პოლიტიკა. მსოფლიო ჩემპიონატი კარგად ჩატარებას იმსახურებს და გვჯერა, რომ რუსეთში ტურნირის მიმდინარეობისას ასეც მოხდება."

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0