x
image
worldsport.ge
როჯერსი: “კარგია, რომ ჯერარდმა სანაკრებო კარიერა დაასრულა”

image“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი, სტივენ ჯერარდის გადაწყვეტილებამ გაახარა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯერარდმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
“ახლა სტივენს შეუძლია, მხოლოდ “ლივერპულზე” იფიქროს, რაც გუნდს ძალიან წაადგება. სანაკრებო დატვირთვებისგან გათავისუფლება მას ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარება. კარგად მესმის, თუ როგორი რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება.” – განაცხადა როჯერსმა.
შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებს გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკაპიტნა, რომელმაც სამ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა და ჯგუფური ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0