x
image
worldsport.ge
ვენგერი: "თავდამსხმელის დამატება აღარ გვჭირდება"

imageლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები კლუბს საკმარისად ჰყავს და სხვა პოზიციის გაძლიერებაა საჭირო. "მეთეფოეებს" თავდასხმის ხაზში უკვე ჰყავთ: ჟირუ, ბენდტნერი, სანოგო, ახალწვეული ალექსის სანჩესი და "ოლიმპიაკოსიდან" დაბრუნებული ჟოელ კემპბელი.
"ამ დროისთვის ფორვარდის დამატება აღარ გვჭირდება. ჩვენ უკვე შემტევი წინა ხაზი გვყავს და უფრო ნახევარმცველი გვჭირდება, რათა უეცარი ტრავმის შემთხვევაში, მოედნის შუა ზოლში სათამაშო უპირატესობა არ დავთმოთ. აგრეთვე, შესაძლებელია ცენტრალური მცველის დამატებაც." _ განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
113
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0