x
image
worldsport.ge
კლოზე: “ნაკრები? ერთ კვირაში გადავწყვეტ”

imageგერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, მიროსლავ კლოზემ, ჯერ არ იცის, დაასრულებს თუ არა სანაკრებო კარიერას.
გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლეგენდარულმა ფორვარდმა ორი გოლი გაიტანა და 16 გოლით ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამასთან, მისმა ნაკრებმა ჩემპიონატი მოიგო.
“ეს საოცარი შედეგია. იმ ჩემპიონატებზე, რომლებზეც მითამაშია, ერთხელ მეორე ადგილზე გავედით, ორჯერ – მესამეზე, ახლა კი ჩემპიონები გავხდით. მომხდარის დაჯერება ჯერ კიდევ მიჭირს. ახლა დავისვენებ და ერთ კვირაში გადავწყვეტ, დავასრულებ თუ არა სანაკრებო კარიერას.” – განუცხადა კლოზემ ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტს.
გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 137 შეხვედრაში კლოზემ 71 გოლი გაიტანა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0