x
image
worldsport.ge
ხედირა, შესაძლოა "არსენალის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

imageგერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი სამი ხედირა, დიდი ალბათობით კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს. ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "მეთოფეები" ხედირას სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქას გადაიხდიან.
აქვე გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო ჩემპიონს კვირაში 150 000 გირვანქა სურს და თუ ჩრდილოლონდონელები ამ თანხას დასთანხმდებიან, ხედირა "არსენალის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
მოგეხსენებათ, ხედირამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გამოტოვა, თუმცა გერმანელებმა მის გარეშეც მოიპოვეს სანუკვარი ტიტული. სამი ხედირას "რეალთან" კონტრაქტი მომდევნო წელს ეწურება. აქამდე, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და სხვა სავარაუდებელი არც დაგვრჩა - გერმანელი "არსენალში" ითამაშებს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0