x
image
worldsport.ge
კავანის ინგლისში თამაში სურს

imageედინსონ კავანის ინგლისურ პრემიერლიგაში თამაში სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.
კავანი ერთი წლის წინ “ნაპოლიდან” 55 მილიონ ევროდ პსჟ-ში გადავიდა, მაგრამ გუნდში თავისი როლით უკმაყოფილოა. ურუგვაელის თქმით, მას ჩვეულ პოზიციაზე თამაში არ უწევს, რადგან მის ადგილას ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშობს და კლუბის შეცვლა სურს.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულში უკვე არაერთხელ დაიწერა მის მიმართ “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესზე. კავანიმ გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 30 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0