x
image
worldsport.ge
ადებაიორი საავადმყოფოში გადაიყვანეს

imageლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰოსპიტალიზებულია. ტოგოელმა კლუბის ექიმებს უთხრა, რომ თავს სუსტად გრძნობდა და ფეხბურთელი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას “ტოტენჰემის” ოფიციალური საიტი ავრცელებს.
სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადებაიორი მალარიითაა დაავადებული, მაგრამ მისი ორგანიზმი მედიკამენტებზე კარგად რეაგირებს და სავარაუდოდ, ხვალ კლინიკიდან გაწერენ.
ადებაიორი ვარჯიშის განახლებას ერთ კვირაში შეძლებს, მაგრამ ხანგრძლივი მგზავრობისგან თავის შეკავება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი “ტოტენჰემის” ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ ტურნეს გამოტოვებს

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0