x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გიორგი გაბუნია: "ყველა ნიშანია იმისთვის, რომ იფიქრო, გეი ვარ"
image




ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ფართო საზოგადოებამ "კურიერის" წყალობით გაიცნო. კარიერა ტელეკომპანია "მაესტროში" დაიწყო. გიორგი პოლიტიკური ტოქ შოუს "არჩევანის" წამყვანიცაა. ცოტამ თუ იცის, რომ ის ჯულიეტა ვაშაყმაძის ვაჟია. განსაკუთრებული პოპულარობა "რუსთავი 2"-ის ახალმა პროექტმა "x ფაქტორმა" მოუტანა. გასაკვირი არც არაფერი გახლავთ, რადგან მასავით ენამწარე ჟიურის წევრი, თანაც მამაკაცი ქართველ მაყურებელს არ ახსოვს.

image

სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ერთ-ერთ გადაცემაში სკანდალური განცხადება გააკეთა. გიორგის მტკიცებით, მას ყველა ნიშანი აქვს იმისთვის, რომ საზოგადოებამ მის ორიენტაციაში ეჭვი შეიტანოს.


"როდესაც გამოდიხარ ეკრანზე, რა თქმა უნდა, ჩნდება განსაკუთრებული ინტერესი შენი პირადი ცხოვრებისადმი. ჯერ კიდევ წლების წინ დავდიოდი საყურეებით, თმა მქონდა რაღაც ძალიან უცნაურად, მეცვა უცნაურად. ახლა როდესაც ასეთი უცნაურობები ვიზუალურად აღარ ჩანს ინტერვიუებში ვამბობ, რომ არავინ არ მიყვარს და არც არავინ, არასდროს არ მყვარებია. ვამბობ, რომ ცოლის მოყვანა არ მინდა და ოჯახი არ მომწონს. არავინ არ იცის, ძალიან გაგიჭირდება იპოვო ადამიანი ვისთანაც მე მქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ყველა ნიშანია იმისთვის, რომ იფიქრო, რომ გეი ვარ"-განაცხადა გაბუნიამ.

ვუსურვოთ გიორგის წარმატებები და ბედნიერი მომავალი...



3
472
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
472
  
2014, 13 ივლისი, 21:21
ბარემ ეთქვა გეივარო
2014, 13 ივლისი, 18:33
რაც X factori დამთავრდა გოირგის პოპულარობა მოაკლდა და ეხლა რეიტინგის გულისთვის რაღას არ მოიგონებს:D:D:D:D:D:D რაღაცნაირათ ძაან არ ''მევასება'' ეგ ტიპი:D:D:D:D:D:D:D:D
2014, 12 ივლისი, 21:53
Vსიო ახალი ტემა მიეცატ ახალი სკანდალი
0 1 3