x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დევიაცია
დევიაცია - ქცევის აღნიშვნა, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებს. დავიანტურობა, დევიანტური ქცევა, გადახრა. "დევიაცია" ლათინურიდან "devia-tio"-დან მომდინარეობს და ქართულად "გადახრას" ნიშნავს. ქცევა, რომელიც სცილდება საზოგადოებრივად დაკანონებულ ნორმებსა და ღირებულებებს, იწოდება როგორც დევიანტური. არის თუ არა ქცევა დევიანტური, დამოკიდებუია ამა თუ იმ საზოგადოებაში გაბატონებულ ქცევით ნორმებზე. როცა ასეთი საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმები და კანონები ყოველთვის სწორია, მათი დარღვევა იქნება დევიაცია. ის თავს იჩენს კრიმინოლოგიაში, პიროვნების არანორმატიულ სექსუალურ ორინტაციაში, ფსიქიკურად დაავადებულებში, ნარკოტიკების მომხმარენლობაში და ა. შ.


image
imageimage


დევიაციის საკითხი თანამდეროვე საზოგადოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. დევიაციის ცნება ფართო გაგებით გულისხმობს ყოველგვარ გადახრას, მაგრამ როდესაც საუბარია სოციოლოგიის ჭრილში, მაშინ იგულისხმება მისი საზოგადოებრივი, სოციალური მნიშვნელობა. ეს თავის თავში მოიცავს საზოგადოებრივი ნორმების დარღვევას, სწორედ ამიტომ ერთმანეთს უპირისპირებენ ე.წ. დევიანტურ და ნორმალურ ქმედებებს.

დევიაცია დღეისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და ამასთანავე სოციალური მეცნიერებებისთვის აქტუალური საკითხია. ამიტომაც, შეიქმნა სპეციალური დარგი, რომელსაც დევიანტოლოგია ეწოდება.


დევიაციის შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ჩვენებენ. უფრო მეტად არ ფიქსირდება ნარკოტიკების მოხმარების თვითმკვლელობის ან ქურდობის ფაქტები.რადგან ამ მხრივ საზოგადოებაში გარკვეული სტიგმა არსებობს. ეს არის რაიმე მანკიერება ან ნაკლი, რომელიც განასხვავებს ადამიანს ჩვეუებრივი ადამიანისგან.image


ამგვარი ინდივიდები ირგვლივმყოფთაგან განიცდიან გარიყვას, დასჯას, დამცირებას. თუ ადამიანი დევიანტია, იგი საზოგადოების მხრიდან უნდა ელოდოს გულგრილ დამოკუდებულებას. პიროვნებას "აკერებენ იარლიყს" თუ იგი ავადაა ან თუ მას წარუდგინეს ბრალდება. ამას ახორციელებს ფსიქიატრიული საავადმყოფოები ან სასამართოები. ხშირად ადამიანის დევიანტად აღიარების პროცესი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძლედება. მაგალითად, მცირეწლოვანი დამნაშავენი გამოვლენილ იქნენ სკოლაში, შემდეგ მათ იკვლევენ პოლიციელები, ამის შემდეგ მათ წინააღმდეგ აღიძვრება საქმე სასამართლოში და მათ გამოსასწორებელ კოლონიებში აგზავნიან.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მედიის როლი დევიანტურობის განსაზღვრების ჩამოყალიბებაში, ევოლუციასა და შენარჩუნებაში, ასევე მედიის რეაქცია დევიანტურ ქცევაზე არაა უცხო. ერთის მხრივ, მედია მორალური პრინციპებიდან გამომდინარე არ იწონებს დევიანტურ ქცევას, მეორე მხრივ, იგი დაინტერესებულია ამგვარი ქცევით, რადგან დევიანტური და ანომალიურ ქცევას მაღალი საინფორმაციო ღირებულება აქვს. იგი მყისიერად იპყრობს მიმღები აუდიტორიის ყურადღებას.

დევიანტურ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს: პროსტიტუცია, დანაშაული, სუიციდი, ნარკოტიკების მოხმარება, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და ა.შ. ყურადღება გავამახვილოთ სუიციდზე, რომელიც დღევანდელი საზოგადოების სერიოზული პრობლემაა.image


თვითმკვლელობა ეს არის ნებაყოფლობით საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა, რომელიც წინასწარ არის მოფიქრებული და გააზრებული. სუიციდის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს. მსოფლიოში მრავალი ფაქტი მოწმობს სუიციდის შემთხვევებს. მრავალ ისტორიულ ფიგურას დაუმთავრებია სიცოცხლე სუიციდით, რაც იმაზე მოწმობს, რომ თვითმკვლელობა ნებისმიერი ეპოქისა თუ კულტურის პრობლემას წარმოადგენდა. დასკვნის გაკეთება მარტივია: სუიციდი მხოლოდ თანამედროვე სამყაროს პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგადად მიიჩნევა, რომ საქართველოში სუიციდთან დაკავშირებული სწორი სტატისტიკა არ არსებობს, რაც იმით აიხსნება, რომ საზოგადოებაში გარკვეული სტიგმა და ტაბუ არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში, არ სურთ დევიანტის "იარლიყი" მიაკრან ახლობლებს, მეგობრებს. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დამალონ ასეთი შემთხვევები. image


სუიციდზე, როგორც კაცობრიობის და მსოფლიოს გლობალურ პრობემაზე არაერთი ფსიქოლოგი თუ სოციოლოგი მუშაობდა და ატარებდა კვლევას. მათგან აღსანიშნავია ფრანგი სოციოლოგის ემილ დიურკემის მიერ შემუშავებული სუიციდის ტიპები, ესენია: ეგოისტური, ანომიური, ალტრუისტული და ფატალისტური თვითმკვლელობა.

ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელში ჩავატარე მცირე გამოკითხვა, რომელშიც ძირითადად 19-21 წლის ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. მათი აზრით, სუიციდი ყველაზე ხშირად ფიქსირდება 18-24 წლის ასაკში, გამოკითხულთა 88% თვლის, რომ უფრო მეტად თვითმკვლელობას მიმართავს მამრობითი სქესის წარმომადგენელი. ფიქრობენ, რომ ეს ქმედება ითვლება დევიანტურ ქცევად, რაც იქვევს საზოგადოების მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას მათდამი.

გამოკითხუთა უმეტსი ნაწილი ფიქრობს, რომ სუიციდის მიზეზებია: გარემო პირობები, უმუშევრობა, სიღარიბე, დეპრესია, სასოწარკვეთილება, საზოგადოებიდან გარიყულობა, ფსიქოლოგიური პრობლემები, იტეგრაციის დაბალი დონე და ა. შ. იმისთვის, რომ შემცირდეს ასეთი შემზარავი ფაქტები, რესპოდენტებმა ჩამოთვალეს შემდეგი წინგადასადგმელი ნაბიჯები: " საზოგადოების დიდი ნაწილი უნდა იყოს ინტეგრირებული, უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკური პირობები, გაიზარდოს ფსიქოლოგთა კონსულტაცია, მოხდეს ადამიანთა ცნობიერების ამაღლება, უნდა შეიცვალოს ხალხის დამოკიდებულება ბევრ საკითხთან მიმართებაში, პრობლემები უნდა მოგვარდეს ქვეყანაში და საზოგადოებაში, საჭიროა ბევრი სამუშაო ადგილები, ახალგაზრდებს საშუალება უნდა ჰქონდეთ თავი დაიმკვიდრონ დამოუკიდებლად."




0
1421
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სოფიკო სამხარაძე
სოფიკო სამხარაძე
1421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0