x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
როგორ მოჰყავთ ვანილი მადაგასკარზე, ანუ ვირტუალური მოგზაურობა ეგზოტიკურ კუნძულზე
ალბათ ყველას გიყვართ სურნელოვანი და გემრიელი ტორტები და ნამცხვრები, ღვეზელები და ზოგადად საკონდიტრო ნაწარმი. საქმეში ოდნავ ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ამ გემრიელი ნუგბარის მომზადება ვანილის გარეშე წარმოუდგენელია. მაინც სად და როგორ მოჰყავთ ეს სურნელოვანი სანელებელი. მოდით, ერთად ვესტუმროთ კუნძულ მადაგასკარს და თვალი შევავლოთ ვანილის მოყვანის და მისი გადამუშავების საინტერესო პროცესს.


image



მაშ ასე, მოვემზადოთ საინტერესო ექსკურსიისათვის ვანილის ხეების პლანტაციაში, რომელიც მადაგასკარზე, მისი დედაქალაქიდან 600 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.


image


ვანილის პლანტაციებამდე მისვლა მანქანითაც შეიძლება, მაგრამ ეს საკმაოდ ხანგრძლვი და დამღლელია, ამიტომ უმჯობესია თვითმფრინავით გავემგზავროთ.


image



ეს აეროპორტი ივატუა, მადაგასკარის დედაქალქ ანტანანარივუში.


image


600- კილომეტრიანი საჰაერო ტრასა უკან მოვიტოვეთ და მანაკარას პაწაწკინტელა აეროპორტში დავეშვით.


image


ახლა უკვე მანქანით ვაგრძლებეთ გზას, კიდევ 60 კილომეტრიც და დანიშნულების ადგილზე ვიქნებით.


image


სამანქანო გზა დამთავრდა, ახლა უკვე ფეხით მოგვიწევს გასეირნება, ირგვლივ ჯუნგლები, ხოლო დაბლობებში ბრინჯის წყლით დატბორილი ყანებია.


image


საშინელი გასავლელია გზის ეს მონაკვეთი..თუმცა გზა სადაა? ირგვლივ მხოლოდ ჭაობი და ტალახია.


image


როგრც იქნა, მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე. გზის ორივე მხარეს ვანილის პლანტაციაა გაშენებული.


image


აქ არავინ არ გველის, ამიტომ ირგვლივ სიცარილე და სიჩუმეა. ტელეფონი და სხვა კომუნიკაციის საშუალება აქ არ არსებობს, ამიტომ გარესამყაროსთან კონტაქტი შეუძლებელია.


image


ესეც ჩვენი ოფისი...აბა სხვას რას ელოდით ჯუნგლებში?


image


მუშები ნელ - ნელა იკრიბებიან, აი ისინიც.


image


ეს სამზარეულო-სასადილოა... როგორც წესი, აქ ყოველთვის 12 საათზე სადილობენ.


image


დღეს მენიუშია: მოშუშული მანიოკი, საქონლის ხორცის წვნიანი და ბრინჯი.


image


სადილის შემდეგ ყველანი ვანილის პლანტაციაში მიდიან, აი ისიც.


image


ვანილი ორქიდეების კლასს მიეკუთვნება, ლიანების გაზრდისათვის ის უნდა აყვეს საყრდენ ხეს. გარდა ამისა, ეს ხეები ქმნიან სათბურის ეფექტს და აუცილებელ სინესტეს. ვანილის მოსაყვანად აუცილებელია სამი პირობა: სითბო (საშუალოდ 27 გრადუსი), მაღალი ტენიანობა და სწორი მოვლა.


image


ლიანა საშუალოდ 10-12 წელიწადს ხარობს, ამიტომ პლანტაციებს მუდმივი განახლება ჭირდება. ნაყოფს მცენარე 3 წლიდან ისხამს.


image


აი ვანილის პარკები, რომელთა სიგრძემ 20-22 სანტიმეტრის სიგრძეს უნდა მიაღწიოს. ეს უმაღლესი ხარისხის ვანილია, საჭიროა მხოლოდ მისი დაკრეფა და სწორი გადამუშავება.


image


ვანილის პარკებს კრეფენ მწვანე, ნახევრადმწიფე მდგომარეობაში და იწყებენ მის ხანგრძლივ გადამუშავებას.


image


უპირველეს ყოვლისა პარკები უნდა დამუშავდეს ცხელი წყლით. წყალს აცხელებენ 63 გრადუსამდე და მასში სამი წუთის განმავლობაში აჩერებენ ვანილს. ამოღებისთანავე პარკებს ყრიან ზეწარზე და კარგად ფუთავენ. ასე აჩერებენ ერთი დღე-ღამე. ეს საჭიროა იმისათვის, რომ პარკებმა მომწიფება შეწყვიტოს და დაიწყოს ფერმენტაციის პროცესი.


image


შემდეგ ვანილს აშრობენ მზეზე 10 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ პარკს აყოვნებენ ჩრდილში ერთი თვის მანძილზე.


image


გამოშრობის დროს ვანილი დაახლოებით 7-ჯერ იკლებს წონაში. საბოლოო მომწიფების შემდეგ იწყება მისი დახარისხება და გადარჩევა. ვანილს ახარისხებენ სიგრძის მიხედვით.


image


შემდეგ ვანილის ღეროებს ფუთავენ და სასაქონლო სახეს აძლევენ. აი ისიც მზა სახით.


image


ექსპორტის წინ კიდევ ერთხელ მოწმდება ყველა ყუთი, ხომა არაა მასში უხარისხო და არასტანდარტული ვანილის ღეროები. ამ დროს პროდუქციის 5% კიდევ ერთხელ მიდის წუნში. ვანილი-ძალიან ფაქიზი და დელიკატური სანელებელია.


image


აი ასე გადის ამ ლამაზი ყვავილებიდან მზა ვანილის მიღებამდე 10 თვე.


image

3
377
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
377
  
2014, 8 ივლისი, 12:14
მაგარია სულ მაინტერეესებდა როგორ იზრდებოდა ვანილი
2014, 8 ივლისი, 9:54
გმადლობთ, ბატონო ლიცი:)
2014, 8 ივლისი, 9:54
როგორც ყოველთვის, საინტერესო, ხარისხიანი და ინფორმატიული სტატიაა !
0 1 3