x
image
worldsport.ge
მესი: "არგენტინას ჩემპიონობა სურს"

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი, ნახევარფინალში გასვლით კმაყოფილია და აცხადებს, რომ "ალბისელესტეს" ახლა უკვე მეტი სურს.
"შესანიშნავი მატჩი გამოგვივიდა და ახლა უკვე მეტი გვინდა. მომავალი ეტაპისთვის მოვემზადებით და ჩვენი ოცნება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია. განვლილ მატჩში ძლიერად გამოვიყურებოდით, ვიცოდით როგორ უნდა გვემოქმედა და რა მიზანი გვქონდა. ჩვენ ასეთი ძლიერები არასდროს ვყოფილვართ. მინდა არგენტინას და მთელ მსოფლიოს შევახსენო, რომ ჩვენ მოგზაურობას ვაგრძელებთ." _ განაცხადა მესიმ.
თუ რამდენად ძლიერია არგენტინის ნაკრები ამას ნახევარფინალური დაპირისპირება გვაჩვენებს, სადაც სამხრეთ ამერიკელები ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0