x
image
worldsport.ge
სუარესს სასჯელი შეუმსუბუქეს

imageურუგვაის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელ ლუის სუარესს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სასჯელი შეუმსუბუქა.
თავდაპირველად, ფიფამ ურუგვაელს ჯორჯო კიელინის კბენისთვის ოთხი თვის განმავლობაში ყველა სახის საფეხბურთო აქტივობა აუკრძალა და ნაკრებში 9-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მისცა, მათ შორის ვარჯიშიც.
ფიფას სადისციპლინო კომიტეტის თავჯდომარე კლაუდიო სულსერიმ განაცხადა, რომ სუარესს სასჯელის პერიოდში ვარჯიში შეეძლება.
რაც შეეხება, ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციის აპელაციას, თავდამსხმელის ნაკრებში დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, სულსერომ აღნიშნა, რომ ფეხბურთელს მხოლოდ ვარჯიშის ნება დაერთო, დანარჩენი აკრძალვები კი ძალაში დარჩება.


ბალახაძე გიორგი
www.worldsport.ge


0
42
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0