x
image
worldsport.ge
ვან გაალს მცირე შესვენებები სურს

imageჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი იმედოვნებს, რომ მერვედფინალურ დაპირისპირებაში მექსიკის წინააღმდეგ, მატჩის მთავარი არბიტრი პედრო პროენსა ფეხბურთელებს წყლის დასალევად მცირე შესვენებებს მისცემს. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური მოთხოვნა იტალიელთა თავკაც ჩეზარე პრანდელისაც ჰქონდა.
"ვიმედოვნებ, მცირე შესვენებები იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოედნის გარშემო ფეხბურთელებისთვის წლის ბოთლებს მოვამარაგებთ. მაღალი ტემპერატურის გამო ვარჯიშიც კი ჭირს. ფებურთელმა შეიძლება შეხვედრის განმავლობაში 4 კილოც კი დაიკლოს. ვიმედოვნებ, მთავარი მსაჯი პედრო პროენსა მოთხოვნას გაგებით მოეკიდება." - განაცხადა მატჩის წინ "ნარინჯისფერთა" თავკაცმა.
ლუის ვან გაალმა მეტოქის შესახებაც ისაუბრა: "ვფიქრობ, მექსიკის და ჩილეს შედარება შეიძლება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ჩილეს არტურო ვიდალი და ალექსის სანჩესი ჰყავს. ვიდალმა ჩვენს წინააღმდეგ არ ითამაშა და ამით უპირატესობა მოგვცა. მჯერა, რომ მექსიკა საკუთარ თავს ბოლომდე გამოავლენს. ჩემ გუნდს მათი სახით ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაკრები შეხვდება."
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის და მექსიკის მერვედფინალური დაპირისპირება ფორტალეზაში სტადიონ "კასტელანიზე", თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0