x
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

image













ოთხწლიანი მოლაპარაკების შედეგად, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიული ხელშეკრულების გაფორმება მოხდა.

დღეს, 27 ივნისს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ქვეყნებმა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. რომლის თანახმადაც საქართველო სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. ხელშეკრულების მიხედვით სამივე ქვეყანა ვალდებულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ სავაჭრო და სასამართლო სისტემაში რეფორმის გატარება მოახდინოს. შედეგად ასოცირების წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის ზოგიერთ ან ყველა ბაზარზე თავისუფლი წვდომის უფლება აქვთ. მათ შორისაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარი. შეთანხმების საფუძველზე პოდსაბჭოთა ქვეყნები: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერასაც მიიღებენ ევროკავშირისგან. ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის საბჭოს შენობაში განხორციელდა.

საქართველოს დელეგაციას, პრემიერმინისტრი და საქართველოს 4 მინისტრი წარმოადენდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალი საფეხური ევროკომისიის პრეზიდენტის, ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის და საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმოწერით დაიწო. ხელმოწერის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა, მიულოცა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ევროპული დემოკრატიული არჩევანი და ხელშეკრულების დადებით მხარეებზე ისაუბრა.


ნანა კუკულავა


0
21
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0