x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მარწყვის ტირამისუ-იტალიური დესერტი
imageრვა ულუფისთვის დაგჭირდებათ:

შაქარი- 3 სუფრის კოვზი;

მესამედი ჭიქა ფორთოხლის წვენი;

შაქრიანი ვანილი;


700 გ. მარწყვი;

ნახევარი ჭიქა ლიქიორი;

14-16 ცალი ტირამისუს პეჩენია;

450 გ. ყველი მასკარპონე;

ერთი ჭიქა მარწყვის მურაბა;

1, 3 ჭიქა ნაღები 33 %-იანი;
მომზადება:

აურიეთ მარწყვის მურაბა 3 სუფრის კოვზ ლიქიორს და ფორთოხლის წვენს.

ათქვიფეთ მასკარპონე 2 სუფრის კოვზ ლიქიორთან ერთად.


შემდეგ ათქვიფეთ ნაღები, შაქარი, ვანილი და დარჩენილი ლიქიორი. მიღებული მასა ჩაამატეთ ათქვეფილ ყველს და კარგად ამოურიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ნაღები.

ოთხკუთხა კერამიკულ ან მინის ფორმას წაუსვით შემზადებული მარწყვის მურაბის ნახევარი, შემდეგ დააწყვეთ პეჩენია ისე, რომ დაფაროს ფორმის ფსკერი. შემდეგ ისევ გადაუსვით დარჩენილი მურაბა, ზემოდან წაუსვით ყველისა და ნაღების ათქვეფილი მასა.


მარწყვი (700 გ) გაყავით შუაზე, გარეცხეთ, შეაშრეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად. მოაწყვეთ ზემოდან ნაღების მასას.


გაიმეორეთ ყველა ფენა კიდევ ერთხელ -დაიწყეთ პეჩენიით.

ფორმას გადააფარეთ ტილო და შედგით მაცივარში 8 საათი. დარჩენილი მარწყვი გარეცხეთ და დაჭერით. მოაწყვეთ ზემოდან ტირამისუს.
გემრიელად მიირთვით.

0
250
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0