x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ფოტოსურათებზე აღბეჭდილი რეალური ისტორიები, რომელთა მოსმენისას ძარღვებში სისხლი გეყინებათ (პირველი ნაწილი)
1. ვლადიმერ კამაროვის დაბუგული სხეული


image


1967 წელს საბჭოთა კოსმონავტს ვლადიმერ კამაროვს დაევალა საპატიო მისია-ის უნდა გასულიყო ღია კოსმოსში. ეს იყო მისია, რომელსაც კამაროვი გაფრენამდე უკვე ჩაფლავებულად თვლიდა და მასზე მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ უახლოესი მეგობრის-იური გაგარინის სიცოცხლეს გაუფრთხილდა-კამაროვის მხრიდან უარის შემთხვევაში სწორედ მას ელოდა ამ მისიის შესრულება.

ხომალდი «Союз-1»-ის სტარტისწინა შემოწმების დროს 243 სახის გაუმართაობა იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ამის შესახებ სიტყვა ვერავინ დაძრა. ვინ გაბედავდა ბრეჟნევისათვის ცუდი ამბის მიტანას, როცა ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთავისათვის ამ მსოფლიო მნიშვნელობის კოსმოსურ სენსაციას ამზადებდა.


გაუმართაობამ რაკეტის აფრენისთანავე იჩინა თავი-ანტენები არ გაიხსნა, ძრავები უსიამოვნოდ ძიგძიგებდნენ, მართვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დაიჭირა რაკეტიდან წამოსული სიგნალი და ისინი უსმენდნენ, თუ როგორ ამბობდა კამაროვი, რომ მან იცოდა, რომ გარდაუვალი სიკვდილი ელოდა. მალე ხომალდმა სიმაღლე დაკარგა და ძირს იწყო ვარდნა. პარაშუტიც კი არ გაიხსნა და ამერიკელებმა გაიგონეს განრისხებული კამაროვის უკანასკნელი სიტყვები, რომლითაც ის თავის სიკვდილში სსრკ-ის მთავრობას ადანაშაულებდა. ეს ფაქტი კარგა ხანს დარჩა გაუხმაურებელი, მხოლოდ წლების შემდეგ ალაპარაკდა მასზე საზოგადოება.



2. ხიროსიმას ჩრდილები


image


ხიროსიმას ატომური დაბომბვა-ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. დაღუპულთა რიცხვი 166 ათასს აღწევდა, აქედან ნახევარზე მეტი ადამიანი დაბომბვის პირველსავე დღეს დაიღუპა.

როდესაც პირველი ბომბი აფეთქდა, მას თან ახლდა მძლავრი სინათლის გამოსხივება. თუ ადამიანი ამ დროს კედელთან ახლოს იდგა, მისი სხეული ეწინაღმდეგებოდა სინათლის გავრცელებას. კედელი იწვებოდა, მაგრამ მისი ის ადგილი, რომელსაც ადამიანი ეფარებოდა, შეუხებელი რჩებოდა. ასე დარჩა კედლებზე სილუეტების ჩრდილები-ნაკვალევი, რომლებიც ემსახურება იმ ადამიანების საუკუნო ხსოვნას, რომლებიც ოდესღაც აქ იდგნენ და რამოდენიმე წამის განმავლობაში ფერფლად იქცნენ. ეს არის საშინელი შეხსენება ადამიანებისათვის, რომ ომი-ეს ჯოჯოხეთია დედამიწაზე.


3.კოლუმბაინის სკოლის საერთო ფოტოსურათი


image


მასობრივი მკვლელობა კოლუმბაინის სკოლაში, რომელიც 1999 წელს მოხდა, არასოდეს დაავიწყდებათ ადამიანებს. სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ დაიწყეს ყურადღების გამახვილება ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა მოზარდების ფსიქიური მდგომარეობა და იარაღის კონტროლი. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ორი მოზარდი, რომელთაც თანაკლასელები დაცხრილეს, ბავშვებისაგან გარიყულები იყვნენ და მათ არავინ ემეგობრებოდათ . მოგვიანებით გაირკვა, რომ ერიკ ჰარისი ფსიქოპათი იყო, ხოლო მეორე მკვლელი დილან კლებორდი იტანჯებოდა გაორების სინდრომით. სკოლაში მისულმა მეგობრებმა ავტომატური იარაღით ცეცხლი გაუხსნეს თანაკლასელებს, მათგან 13 მოკლეს, ხოლო 37 მძიმედ დაჭრეს, შემდეგ კი ორთავემ თავი მოიკლა.

ეს ფოტო გადაღებულია ამ ინციდენტამდე ორიოდე კვირის წინ. მარცხენა ზედა კუთხეში იოლად შეამჩნევთ მოზარდებს, რომლებიც თითქოსდა კამერას ესვრიან. მან, ვინც სურათი გადაიღო, ალბათ ჩათვალა, რომ ეს უწყინარი ბავშვური ხუმრობა იყო, მაგრამ ტრაგედიის შემდეგ ფოტომ ბოროტი აზრი შეიძინა, რადგან ეს იყო მინიშნება იმის შესახებ, თუ რის ჩადენას აპირებდნენ ეს ყმაწვილები.



4.ტერორისტული აქტი ომში


image


წარმოიდგინეთ, რომ თქვენს პატარა გოგონასთან ერთად მშვიდად დასეირნობთ ქალაქის ქუჩებში. თითქის არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი დღეა. წამით ჩერდებით ფოტოს გადასაღებად და წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ თქვენს შორიახლოს მდგარი წითელი ავტომანქანა ასაფეთქებელი მასალითა გატენილი და წამებიღა აშორებს საბედისწერო ღილაკზე ხელის დაჭერას.

1998 წლის აგვისტოში ირლანდიის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ქალაქ ომში (ჩრდილო ირლანდია) დანაღმული ავტომანაქანა ააფეთქა. ტერაქტი მიმართული იყო ბელფასტის შეთანხმების წინააღმდეგ. აფეთქებისას დაიღუპა 29 ადამიანი, ხოლო 220-ზე მეტი მძიმედ დაიჭრა. ეს იყო ყველაზე საშინელი ტერორისტული აქტი ჩრდილოეთ ირლანდიის 30-წლიანი კონფლიქტის განმავლობაში.

ეს ფოტოსურათი, რომელზეც ბედნიერი მამა-შვილია აღბეჭდილი, იპოვეს ნანგრევების ქვეშ აღმოჩენილ კამერაში. ფოტო ემსახურება ულმობელ შეხსენებას იმის შესახებ, რომ ცხოვრება შეიძლება წამების განმავლობაში შეიცვალოს და რომ ჭექა-ქუხილი თავს შეიძლება თავს დაგვატყდეს უღრუბლო მზიან დღესაც კი.


5.სენტ-ჰელენსის ვულკანის ამოფრქვევა


image


ამერიკელი ფოტოგრაფი რობერტ ლანდსბერგი 48 წლის იყო, როცა 1980 წელს დაიღუპა. სენტ-ჰელენსის ვულკანი მისთვის გადაღების საყვარელი ობიექტი იყო. ის ხშირად სტუმრობდა მას, რომ ფოტოებზე აღებეჭდა ვულკანზე მომხდარი ცვლილებები. სწორედ ამ ვულკანის მიმართ ინტერესმა დაღუპა ის, მაგრამ მანამდე მოახერხა და ეს საოცარი კადრი გადაიღო.

18 მაისის დილას, ვულკანის ამოფრქვევის დღეს, ლანდსბერგი სულ რამოდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული ვულკანის მწვერვალს. ამოფრქვევა უეცრად დაიწყო. ფოტოგრაფი კარგად იცნობდა ვულკანის ბუნებას და იცოდა, რომ მთელი სიწრაფით მომავალ ლავისა და ფერფლის მასას ვერ გაასწრებდა, ამიტომ მან, გადაიღო რა ეს უკვდავი კადრები, არც კი ეცადა გაქცევას, ფოტოაპოარატი ჩანთაში შეინახა, ზემოდან დააწვა ჩანთას, რომ ლავას აპარატი არ გაეფუჭებინა და ფოტოები არ წაშლილიყო და მშვიდად დაელოდა სიკვდილს.

ფერფლის ქვეშ დამარხული მისი სხეული 17 დღის შემდეგ იპოვეს. მის ქვეშ სრულიად უვნებელი კამერა იდო. ეს იყო ღირსეული სიკვდილი ადამიანისა, რომელმაც საყვარელ საქმეს სიცოცხლე შესწირა.

15
2054
17-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2054
  
2014, 27 ივნისი, 18:29
სულისშემძვრელი ისტორიებია:(
2014, 27 ივნისი, 0:29
მართლა სისხლი გამეყინა
2014, 26 ივნისი, 22:42
არა უშავს:) ხდება ხოლმე
2014, 26 ივნისი, 22:41
დისლაიქი ვიცი რა არის, უბრალოდ არ დამიწერია/დამიჭერია ))))
2014, 26 ივნისი, 22:39
დისლაიქი ანუ არმოწონება-აი რა:) არა უშავს, ავიტან
2014, 26 ივნისი, 22:38
რა დისლაიქი? )))))))))))
2014, 26 ივნისი, 22:33
შენი აზრით, აქ ვინმე საკუთარ ნააზრევს წერს ძIრითადად ნათარგმნი სტატიებია..დისლაიქი მაგისთვის დაუწერე?
2014, 26 ივნისი, 22:32
და ვინ გითძხრა აქ, რომე მე მოვიგონე? ეგ ლინკი წყაროშია მითითებული, ასე რომ ტყუილად იწვალე:)
2014, 26 ივნისი, 22:25
http://fishki.net/1280100-17-realnyh-istorij-ot-kotoryh-krov-stynet-v-zhilah.html აი ლინკიც ))
2014, 26 ივნისი, 22:25
ლინკი არ კოპირდება სამწუხაროდ, მაგრამ სიტყვა-სიტყვით გადმოკოპირებული სტატიაა :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10