x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"სიკვდილის ველი" კალიფორნიაში-მოძრავი ქვების ამოუცნობი საიდუმლო
კალიფორნიაში, ლოს-ანჟელესის მახლობლად მდებარე ყველასათვის კარგად ცნობილი "სიკვდილის ველი" განთქმულია უამრავი ამოუცნობი ანომალიური მოვლენით. ერთ- ერთზე მინდა დღეს გიამბოთ-ესაა უზარმაზარი ქვების საიდუმლო, უცნაური, ქაოსური მოძრაობა, რომელიც უკან ტოვებს რამოდენიმე ათეულობით მეტრის სიგრძის კვალს. ხშირად ეს კვალი ძალიან ღრმაა, ხუმრობა ხომ არაა 30 კილოგრამამდე ქვის გადაადგილება რაღაც არაბუნებრივი ძალის მეშვეობით.


image


ეს უცნაური მოვლენა ამომშრალი ტბის რეისტრეკ-პლაიას ზედაპირზე ხდება. ამ ტბისაგან მხოლოდ თიხის მშრალი ზედაპირია დარჩენილი და წესით, ქვების მოძრაობას არაფერი არ უნდა იწვევდეს.


image



დაბნეული და იდუმალი მოვლენით დაინტერესებული მეცნიერები ათასგვარ თეორიას განიხილავენ, ცდილობენ რაიმე ახსნა მაინც მოუძებნონ ამ ფენომენს, მაგრამ საერთო აზრამდე ვერა და ვერ მიდიან.


image


ზოგიერთი მათგანი ამ მოვლენას ხსნის ძლიერი მაგნიტური ველის არსებობით, ზოგიც მიწისქვეშა ნაკადების მოძრაობით, მაგრამ ყველაზე ლოგიკური ჰაერის ნაკადების თეორიაა: "სიკვდილის ველის" გარშემო არსებული ჰაერის ნაკადის გეოლოგიური და ატმოსფერული კვლევების შედეგად გამოირკვა, რომ ეს ნაკადი ძალიან ძლიერია, ის რაღაც ძალის მეშვეობით იყოფა ორ ურთიერთსაწინაღმდეგო მიმართულების ნაკადად და დროგამოშვებით ხდება ამ ნაკადების ერთმანეთთან შეჯახება, წარმოიშობა რა ამ დროს ტორნადოსმაგვარი მოვლენა, რაც იწვევს კიდეც ამ უზარმაზარი ქვების ადგილიდან დაძვრას.

თეორია თითქოსდა დამტკიცებულია, მაგრამ ამ მოვლენაზე პრაქტიკულად დაკვირვების საშუალება არავის არ მიეცა, ასე რომ ჯერჯერობით თეორია თეორიად რჩება.


imageimage


"სიკვდილის ველზე" ყოველწლიურად მეცნიერთა ახალ-ახალი ნაკადი ჩადის, რომლებიც ცდილობენ ახსნა მოუძებონ აქ მიმდინარე ამ და კიდევ მრავალ უცნაურ მოვლენას, მაგრამ კითხვებზე მეცნიერული და დასაბუთებული პასუხები ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.


imageimageimageimageimage




12
576
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
576
  
2014, 27 ივნისი, 8:55
ქვეყანა იდუმალებებითაა სავსე.ძალიან მიზიდავს ასეთი მოვლენები.მადლობა მაკუშ:*
2014, 27 ივნისი, 0:57
რამდენ საიდუმლოს ინახავს ჩვენი პლანეტა, ეს სტატია როგორ გამომრჩა ნეტავ მანჩო?? :) კარგი იყო. ;)
2014, 24 ივნისი, 12:50
თეორიულად კი, მაგრამ პრაქტიკულად არ დასტურდება ჯერჯერობით
2014, 24 ივნისი, 12:39
უკვე ამოხსნეს ეს საიდუმლო
2014, 24 ივნისი, 12:24
:D რავიცი
2014, 24 ივნისი, 11:58
რატო, ქვებს იზიდავ?:D
2014, 24 ივნისი, 11:54
ჩემთვის იფრენენ დარწ,მუნებული ვარ:D
2014, 24 ივნისი, 11:54
ჰაერში კი არ დაფრინავენ ქვები მანდ, მიწაზე დადიან:DDD
2014, 24 ივნისი, 11:53
საინტერესოა:))
2014, 24 ივნისი, 11:52
ნწ ქვა რომ მომ,ხვდეს?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10