x
image
მანჩო 777
თანამედროვე ოფისი-კვერცხი ნამდვილი განდეგილისათვის
ბაღში მოთავსებული იზოლირებული კაბინეტი, სადაც არაფერია ზედმეტი, მაგრამ არის ყველაფერი, რაც მუშაობისათვის გჭირდებათ: კომფორტული სამუშაო ადგილი, სათავსო საჭირო ინვერნატის და საბუთების შესანახად, პატარა ნიშა ძილისათვის და სანიტარული კვანძიც კი-ეს ოცნება კი არა, არამედ ნამდვილი რეალური შესაძლებლობაა ყურადღება მთლიანად სამუშაოზე გაამახვილოთ, რათა უმნიშვნელო წვრილმანებმა არ გაფანტოს თქვენი ყურადღება.


image


როცა სახლში მუშაობთ კომპიუტერთან და პატარ-პატარა ოჯახური წვრილმანები ყურადღებას გიფანტავთ, მაშინ კარგი იქნებოდა, თუ ასეთ კაბინეტში გააგრძელებდით მუშაობას; მით უმეტეს, თუ ის ბაღში, სუფთა ჰაერზე იქნებოდა და მასში ყველა პირობა იქნებოდა შექმნილი მუშაობისათვის.


image



კომპანია Xfactor Agencies გთავაზობთ სამუშაო (და არამარტო სამუშაო) ფართობის შესანიშნავ ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც შეიძლება განათავსოთ ბუნებაში, ქალაქგარეთ ან აგარაკზე. "კაბინეტი"წარმოადგენს მობილურ კაფსულა-კვერცხს, რომლის ცხვირიც ავტომატურად იღება.


image


20 კვადრატული მეტრი გეგმიურად დაპროექტებული ფართობი - ეს შესანიშნავი გადაწყვეტაა მრავალი პრობლემისა. ის შეიძლება არამარტო სამუშაო კაბინეტად, არამედ საცხოვრებელ ფართადაც გამოიყენოთ: მოაწყოთ მასში სახლი სტუმრებისათვის, საზაფხული სამზარეულო და საკუჭნაოც კი.


image


მისი ინტერიერი, ისევ როგორც გარე ხედი, თითქოს ფანტასტიური ფილმიდანაა გადმოღებული. ეს ბორბლებიანი უცნაური სახლი ყველაზე მეტად ქალაქგარეთ ცხოვრებისა და ბუნებასთან სიახლოვის მოყვარულებს დააინტერესებთ და გამოადგებათ.


image

0
37
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0