x
image
მანჩო 777
ფაიფურის სახლი ჩინეთში (ბევრი ფოტო)
image
ჩინეთის პროვინცია Tianjinon-ში მდებარეობს ერთი უცნაური შენობა-ფაიფურის სახლი.ის ძალიან დიდი ხნისაა და აშენებულია არა ტრადიციულ ჩინურ სტილზე, არამედ ფრანგულზე. თავდაპირველად ის ეკუთვნოდა ცინების დინასტიას და მასში მდებარეობდა ცენტრალური სამინისტრო, შემდეგ პერიოდში კი ამ შენობაში ბანკი იყო განთავსებული.

image

რამოდენიმე წლის წინ ეს სახლი იყიდა ჩინელმა ბიზნესმენმა Zhang Lianzhi-მა, გადაიხადა რა მასში 1 მილიონი იუანი(160 000 დოლარი).

სწორედ ამ ბიზნესმენის დამსახურებაა, რომ სახლი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი, რადგან ეს ადამიანი ფაიფურის კოლექციონერი აღმოჩნდა. ის ამ ფაიფურის კოლექციას მთელი ცხოვრება აგროვებდა და ბოლოს გადაწყვიტა ეჩვენებინა თავისი სიმდიდრე ყველასათვის.


image

ბიზნესმენმა გადაწყვიტა თავისი ფაიფურის ნაკეთობებით მოერთო სახლი. ამ პროცესს დაახლოებით 5 წელი დასჭირდა.

სახლის მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნა 4000 ფაიფურის თეფში და ფიალა, 3000 ფაიფურის ვაზა, რამოდენიმე ათასი ტონა აგატისა და ბროლის, თეთრი მარმარილოს და ბუნებრივი ქვების ნამხსხვრევები.

image

სახლი დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა 2007 წელს. ის ღიაა დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე, შესვლა ღირს დაახლოებით 6 დოლარი.

ასე რომ, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, თუ გაგიმართლებთ და ჩინეთში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ და დაათვალიერეთ ფაიფურის სახლი, მანამდე კი გთავაზობთ ვირტუალურ მოგზაურობას ამ უნიკალურ სახლში.

imageimageimageimageimageimageimageimageimage








2
106
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
106
  
2013, 12 ნოემბერი, 11:22
მართლაც რომ სერიზუია
2013, 11 ნოემბერი, 23:35
სერიოზულია
0 1 2