x
image
მანჩო 777
ტუალეტების ჩანჩქერი ჩინეთში
ჩინეთის ქალაქ ფოშანში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ეგზემპლარი თანამედროვე სტრიტ-არტისა-ეს არის ჩანჩქერი, რომელიც შექმნილია 10 000 უნიტაზის, სააბაზანოს ნიჟარისა და პისუარისაგან.

image

მთელი ექსპოზიცია იკავებს უზარმაზარ კედელს, რომლის სიგრძე 100, ხოლო სიმაღლე 5 მეტრია. ეს ჩანჩქერი თავიდან შემუშავებული იქნა ფაიფურის და კერამიკის ფესტივალისათვის, რომელიც ფოშანში ჩატარდა 2009 წელს. თუმცა შემდეგ ეს ხელოვნების მეტად უცნაური ნიმუში ადგილობრივი ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილი გახდა.

image


ამ ქმნილების ავტორი ჩინელი მხატვარი ჰიუ იუნია. მან და მისმა გუნდმა 2 თვე მოანდომეს ყველა დეტალის კედელზე დამაგრებას. სკულპტურის ნაწილები მათ მთელი ქვეყნიდან შეაგროვეს. მათი ნაწილი ქარხნული წუნია, ნაწილი კი მოსახლეობის მიერ ნაჩუქარი, მათ შორის ბევრია უცხოელებისაგან გამოგზავნილი.

image

წყალი ყოველთვის არ მოედინება, თუმცა ჩანჩქერის ყველა ელემენტი შეერთებულია ონკანთან და ისინი პერიოდულად კასკადურ ჩანჩქერს ქმნიან, რომლის სანახავადაც ქალაქ ფოშანს უამრავი ტურისტი სტუმრობს.

imageimageimage



3
178
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
178
  
2014, 4 მარტი, 15:09
როგორც ჩანს, მეც ჩამორჩენილი ვარ თანამედროვე ხელოვნებას... :)))
2014, 3 მარტი, 21:58
რავი აბა ..ამ თანამედროვე ხელოვნების არაფერი მესმის:D
2014, 3 მარტი, 21:46
და ეს არის ხელოვნების ნიმუში? ხელოვნების კი არა უსაქმურების ნიმუშია :D:D:D
0 1 3