არქიტექტურა თანამედროვე ოფისი-კვერცხი ნამდვილი განდეგილისათვის 2014, 23 ივნისი, 12:56 ბაღში მოთავსებული იზოლირებული კაბინეტი, სადაც არაფერია ზედმეტი, მაგრამ არის ყველაფერი, რაც მუშაობისათვის გჭირდებათ: კომფორტული სამუშაო ადგილი, სათავსო საჭირო ინვერნატის და საბუთების შესანახად, პატარა ნიშა ძილისათვის და სანიტარული კვანძიც კი-ეს ოცნება კი არა, არამედ ნამდვილი რეალური შესაძლებლობაა ყურადღება მთლიანად სამუშაოზე გაამახვილოთ, რათა უმნიშვნელო წვრილმანებმა არ გაფანტოს თქვენი ყურადღება.
![]() როცა სახლში მუშაობთ კომპიუტერთან და პატარ-პატარა ოჯახური წვრილმანები ყურადღებას გიფანტავთ, მაშინ კარგი იქნებოდა, თუ ასეთ კაბინეტში გააგრძელებდით მუშაობას; მით უმეტეს, თუ ის ბაღში, სუფთა ჰაერზე იქნებოდა და მასში ყველა პირობა იქნებოდა შექმნილი მუშაობისათვის. ![]() კომპანია Xfactor Agencies გთავაზობთ სამუშაო (და არამარტო სამუშაო) ფართობის შესანიშნავ ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც შეიძლება განათავსოთ ბუნებაში, ქალაქგარეთ ან აგარაკზე. "კაბინეტი"წარმოადგენს მობილურ კაფსულა-კვერცხს, რომლის ცხვირიც ავტომატურად იღება. ![]() 20 კვადრატული მეტრი გეგმიურად დაპროექტებული ფართობი - ეს შესანიშნავი გადაწყვეტაა მრავალი პრობლემისა. ის შეიძლება არამარტო სამუშაო კაბინეტად, არამედ საცხოვრებელ ფართადაც გამოიყენოთ: მოაწყოთ მასში სახლი სტუმრებისათვის, საზაფხული სამზარეულო და საკუჭნაოც კი. ![]() მისი ინტერიერი, ისევ როგორც გარე ხედი, თითქოს ფანტასტიური ფილმიდანაა გადმოღებული. ეს ბორბლებიანი უცნაური სახლი ყველაზე მეტად ქალაქგარეთ ცხოვრებისა და ბუნებასთან სიახლოვის მოყვარულებს დააინტერესებთ და გამოადგებათ. ![]() 37 6-ს მოსწონს
|