x
მეტი
  • 22.07.2018
  • სტატია:78783
  • ვიდეო:331516
  • სურათი:435498
სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 33 000 $ სჭირდება

იმ დროს, როდესაც უძრავი ქონების ფასი ელვის სისწრაფით იზრდება, იტალიელმა არქიტექტორმა რენატო ვიდალმა სახლის ტრადიციული გზით მშენებლობის ბრწყინვალე ალტერნატივა შექმნა M.A.Di. – დასაკეცი სახლი, რომელიც დაგიჯდებათ 33 000 $. სამ ადამიანს შეუძლია ააგოს ის ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე სულ რაღაც 6 საათში.


image


შენობას აგებენ უმაღლესი ხარისხის მასალით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი სეისმურად აქტიურ რეგიონებისთვის, დიდი სიმტკიცით და მდგრადობით გამოირჩევა. გაყიდვაში სხვადასხვა ფართის სახლებია, რომელიც მერყეობს 27 კვ.მ.-დან (33 000$ ) 84 კვ.მ-მდე ( 73 000$). ყველა ძირითად მოდელს გააჩნია სააბაზანო თავისი ჰიგიენური აღჭურვილობით, სამზარეულო, შიდა კიბეები და ტექნიკური აღჭურვილობები.


image

სახლი შეიძლება აიგოს ბეტონის საძირკვლის გარეშეც კი. სახურავზე დამონტაჟებულია მზის ენერგიის პანელები, გაყვანილია საკანალიზაციო სისტემა და LED განათება. "იქმნება მყუდრო და უსაფრთხო ადგილი თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებული, " წერს ოფიციალური ვებგვერდი. კონსტრუქციის ადგილზე მიტანა ხდება საბოლოო ნახაზების გაკეთებიდან 60 დღეში.


imageimage


სახლის აწყობა საკმაოდ მარტივ პროცესს წარმოადგენს. M.A.DI. გაძლევთ საშუალებას იქონიოთ დროებითი ან მუდმივი სახლი. ამასთან, თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ მასალა თქვენი ფინანსებისა და ინტერესებიის გათვალის ინებით.


imageimageimage

M.A.DI. სახლის მშენებლობის ინოვაციური გადაწყვეტაა. საჭიროებისამებრ შეგიძლიათ მარტივად გააფართოვოთ, შეცვალოთ ან სულაც სხვა ადგილას გადაიტანოთ. იქმნება მყუდრო და უსაფრთხო საცხოვრებელი თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებული. მასში შერწყმულია კომფორტული სახლის მთავარი მახასიათებელი საკვანძო ასპექტები: ინოვაციური ტექნოლოგიები, ჯანსაღი გარემო, ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ენერგიის დამოუკიდებელი წყარო – მზის ენერგიის პანელები.


image

image

imageimage


რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს – ეს არის სადა, ულტრა თანამედროვე, გაშლილი სივრცე. საძინებელის ზონა ნებისმიერ პროექტში განთავსებულია მეორე დონეზე, რომელიც არის, ასევე, ნათელი და კომპაქტური.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


თანამედროვე სტილის ბაღებისა და ეზოების მოწყობა – 40 ორიგინალური იდეა (ნაწილი II)


ბაღისა და ეზოს მოწყობა პატარა აუზებითა და შადრევნებით - 50 საოცარი იდეა


50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები


როგორ მოვაწყოთ ბაღები და ეზოები ორიგინალურად – 55 საოცარი იდეა


ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრების გაკეთება ბაღებსა და ეზოებში - 50 საოცარი იდეა


რემონტი და დიზაინი: უხეში სტილი - უბრალოება და სიმარტივე ინტერიერში. 45 ორიგინალური იდეა


როგორ მოვაწყოთ მოზარდი გოგონას ოთახი – 35 საოცარად ორიგინალური იდეა


როგორ გავაფორმოთ სახლი და ეზო რიყის ქვით – 60 კრეატიული იდეა ( III ნაწილი)



2
934
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
934
  
0 1 2