x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509636
ეკა კვალიაშვილი დაპირებულ სკანდალურ განცხადებას აკეთებს: "სირცხვილია ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე ფული აკეთო"

imageეკა კვალიაშვილი ყველასათვის ცნობადი და საყვარელი მომღერალია. უკვე წლებია სცენაზე დგას, თუმცა ეს ბოლო წლები იშვიათად ვხდედავდით. ეკას არანაკლებ პოპულარული ქალიშვილი, ნუკა ჰყავს. გოგონა საქართველომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო.

მომღერალ ეკა კვალიაშვილს ექიმებმა ნეიროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა სჭირდებოდა. ეკა ხოფერიამ სპეციალური გადაცემაც კი გააკეთა, სადაც მომღერლისათვის საკმაო თანხა შეგროვდა. სამწუხაროდ ეკას შეგროვილი თანხის მხოლოდ მიზერული ნაწილი გადაეცა.

დედა-შვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მალე ყველაფერს მოყვებოდნენ. "მხოლოდ საქართველოში–ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ ეს ახ***ები. ფუი, სამარცხვინოებო...."-წერდა ნუკა.

image

"ჩემი ავადმყოფობით, "მაგთიმ", "ბილაინმა" და "ჯეოსელმა" გადასარევი ბიზნესი დაატრიალეს. მხოლოდ ჩემზე კი არა, ყველა სხვა დაავადებულისაგან კარგ ფულს იღებენ. სირცხვილია ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე ფული აკეთო! ასეთი რამ არსად ხდება"-ამტკიცებს ეკა.

მომღერალს სიარულიც კი უჭირს და სიმღერაც აღარ შეუძლია. ეკა საფრანგეთში გამოკვლევებზე იმყოფებოდა. როგორც გაირკვა ეს ყველაფერი მან წლების მანძილზე დანაზოგი თანხითა და ნუკას ჰონორარით შეძლო. "ხალხის ნაჩუქარი ფულით? იმ თანხიდან ჯერ არაფერი მიმიღია. რას ნიშნავს ის, რომ 38 ათასიდან 16 ათასი უნდა მომცენ და ისიც ჯერ კიდევ არ დამჯდარა ჩემს ანგარიშზე?!"-გვიამბობს ეკა.

ვუსურვოთ მომღერალს გამოჯანმრთელება.

imageimage

0
525
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0