x
image
natia.a
ქლიავის ჩირი შოკოლადში: ნუგბარი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ!
image
შავქლიავისა და შოკოლადის ერთობლიობა დიდი ხანია გამოიყენება კულინარიაში, როგორც ტკბილი და მომჟავო არომატის იდეალური ტანდემი.


ამ უგემრიელესი კანფეტების მომზადება ძალიან მარტივია. საჭიროა მხოლოდ:


შავი შოკოლადი - 200 გ.

შავქლიავის ჩირი - 350 გ.


კონიაკი - 50 მლ.

ნიგოზი



ჩირს გადავავლოთ თბილი წყალი და გავამშრალოთ ტილოთი. მოვათავსოთ ჯამში და მოვასხათ კონიაკი. დავტოვოთ ორი საათით.


ამის შემდეგ თითოეულ ჩირში ჩავდოთ შესაბამისი ზომის ნიგოზი.

image


გავალღოთ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

image


ამოვავლოთ მასში ჩირი.


image


მიღებული კანფეტები დავაწყოთ სილიკონის ფორმაზე ან ცხიმწასმულ ლანგარზე.


image


შედოთ მაცივარში და დავაცადოთ სანამ შოკოლადი არ გამაგრდება.


მზა კანფეტები მოვათავსოთ თავსახურიან ჭურჭელში და შევინახოთ მაცივარში (თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ შესანახი რამე დარჩება).



0
411
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0