x
image
natia.a
ორშაბათიდან თბილისს ელექტროენერგია შეეზღუდება!
imageსს. თელასის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზამთრის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების გამო ქალაქის მასშტაბით ადგილი ექნება მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვას.


"გარდა არსებული მოწყობილობების შეკეთებისა, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულია ახალი საკაბელო ტრასების გაყვანა, სატრანსფორმატორო ჯიხურების სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა, სატრანსფორმატორო ჯიხურების და საკვანძო ქვესადგურების გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია, ასევე ძალოვანი ტრანსფორმატორების კაპიტალური შეკეთება. აღნიშული სამუშაოების დასრულების შემდეგ დედაქალაქის ელექტრომომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესდება.


პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების თარიღი და დრო გამოცხადებული იქნება საინფორმაციო საშუალებებით. სამუშაოები ჩატარდება კვირის სამუშაო დღეებში 10 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში. სს "თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის." - განაცხადეს 2014-1015 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის თბილისის ელექტროქსელის მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ და "თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.


P.S. ასე რომ, თბილისის მაცხოვრებლებო, წინ "ბედნიერი" ორი კვირა გველის.



გისურვებთ ნერვების მოთოკვას და გამძლეობას!

2
60
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
60
  
2014, 22 ივნისი, 0:55
"ახალი ოცნება" კიდევ უამრავ "ოცნებას" გაგვიჩენს, ჯერ სად ვართ :D:D:D
2014, 21 ივნისი, 20:47
რაღაც ამ ბოლო დროს ხშირად ქრება დენი.
0 1 2